top of page

საქართველოს ირიგაციის 2017-2025 წლების სტრატეგია

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, შპს „საქართველოს მელიორაცია“

2017

სტრატეგია წარმოადგენს საქართველოსთვის 2017-2025 წლების განმავლობაში ირიგაციის განვითარების სახელმძღვანელო დოკუმენტს. მასში გათვალისწინებულია როგორც მწყობრიდან გამოსული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, ასევე მონაცემებზე დაფუძნებული, პროფესიული და ფართო მონაწილეობაზე დამყარებული თანამედროვე ირიგაციის მართვის პოტენციალის განვითარება.


წინამდებარე სტრატეგიის მიზნებია:

  • იმ კომპლექსური გარემოს აღწერა, რომელშიც 2017-2025 წლების განმავლობაში განხორციელდება საირიგაციო სისტემების რეაბილიტაცია, ექსპლუატაცია და მოვლა- შენახვა;

  • იმ მიმართულებების განსაზღვრა, რომლებსაც საქართველო განახორციელებს წყლის რესურსების მართვაში, საირიგაციო სისტემების რეაბილიტაცია-მოდერნიზაციაში, ფერმერებისთვის საირიგაციო მომსახურების ორგანიზებაში, მართვაში და დაფინანსებაში.

ხუთი სტრატეგიული კითხვა განსაზღვრავს ამ სტრატეგიის მიმართულებებს და სტრატეგიის სტრუქტურას. ეს კითხვებია:

  1. რა კრიტრიუმებით, სტანდარტებით და პროცედურებით უნდა შეირჩეს რეაბილიტაციის საინვესტიციო პროექტები?

  2. როგორც უნდა იქნეს ორგანიზებული ზედა რიგის სისტემების მართვა (მოგებაზე ორიენტირებული კომპანია, მოგებაზე არაორინეტირებული კომპანია თუ სახელმწიფო უწყება)? ეს ორგანიზაცია რეგიონული მასშტაბით უნდა ფუნქციონირებდეს, თუ მთელი ქვეყნის მასშტაბით? როგორ უნდა იქნეს ორგანიზებული მმართველი უწყება მაქსიმალურად ეფექტური და ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის და რა სახის პოტენციალის განვითარების ღონისძიებებია საჭირო ამ მიზნის მისაღწევად?

  3. რა ფორმით უნდა მოხდეს ადგილობრივ დონეზე წყალგანაწილების ორგანიზება? იქნება ეს პირდაპირი მომსახურება შპს „საქართველოს მელიორაციის“ მხრიდან, ფერმერთა არაოფიციალური ან ოფიციალური გაერთიანებები, კერძო კომპანია, კონცესიის მფლობელი, კომპანიის აგენტი თუ სხვა? ადგილობრივ დონეზე წყლის მართვის მხოლოდ ერთი მოდელი იქნება ნებადართული, თუ რამდენიმე მოდელიდან ერთ-ერთის არჩევა იქნება შესაძლებელი?

  4. როგორ უნდა დაფინანსდეს საირიგაციო სისტემების ექსპლუატაცია და მოვლა-შენახვა? სახელმწიფო სახსრებით, ფერმერებიდან აკრეფილი გადასახადებით თუ დაფინანსების ამ ორი წყაროს კომბინაციით? თუ ამგვარი კომბინაცია იქნება გამოყენებული, როგორ უნდა განაწილდეს დაფინანსების პასუხისმგებლობა და როგორი იქნება სუბსიდირების მექანიზმი?

  5. ვინ გააკონტროლებს მაგისტრალური სისტემების მმართველი ორგანიზაციის და ადგილობრივი წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მიერ ფერმერებისთვის გაწეული საირიგაციო მომსახურების ხარისხს? როგორ შეიძლება რენტაბელური რეგულირების უზრუნველყოფა?


დოკუმენტის გადმოწერა:



bottom of page