top of page

საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მესამე ეროვნული პროგრამის 2017-2021 წლების 2020 წლის შესრულების მონიტორინგის ანგარიში

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

2021

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 22 მაისის №1124 განკარგულებით დამტკიცებული საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მესამე ეროვნული პროგრამა წარმოადგენს ქვეყნის მდგრადი განვითარების პოლიტიკის ნაწილს, სადაც ასახულია საქართველოს გარემოსდაცვითი პრიორიტეტები და გრძელვადიანი, სტრატეგიული მიზნები, 2017-2021 წლებში განსახორციელებელი ამოცანები და კონკრეტული ქმედებები, რომლებიც აუცილებელია გარემოს გასაუმჯობესებლად.


საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მესამე ეროვნული პროგრამა დაყოფილია სექტორული მიმართულებების მიხედვით და მოიცავს 12 თავს: გარემოსდაცვითი მმართველობა, წყლის რესურსების მართვა, ატმოსფერული ჰაერის დაცვა, ნარჩენების მართვა, ქიმიური ნივთიერებების მართვა, ბიომრავალფეროვნების დაცვა, ტყის მართვა, ნიადაგის დაცვა, კლიმატის ცვლილება, ბუნებრივი საფრთხეების რისკების მართვა, რადიაციული უსაფრთხოება, მწვანე ეკონომიკა და მდგრადი განვითარების გარემოსდაცვითი მიმართულება.


2020 წელს საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მესამე ეროვნული პროგრამის მიხედვით მიმდინარეობდა ან/და დაიწყო 137 ქმედების განხორციელება. აღნიშნული ქმდებების ნაწილის განხორციელება ხდებოდა ან არსებული საბიუჯეტო რესურსების ფარგლებში ან ფინანსდებოდა დონორ(ებ)ის მიერ. მთლიანობაში, საანგარიშო პერიოდში, ქმედებების განხორციელებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯა 41,335,700 ლარი.


დოკუმენტის გადმოწერა:



ამ პლატფორმის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მიერ, USAID-ის მეშვეობით გაწეული დახმარების შედეგად, პროექტ MediaTOR-ის ფარგლებში. აღნიშნული პროექტი ხორციელდება ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და Internews საქართველოს მიერ, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით. პლატფორმის ავტორთა მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს USAID-ის ან აშშ-ს მთავრობის პოზიციას.

Logo_combined_GE.PNG
2560px-Policy_institute_logo_black_svg.svg.png
internews.png
back 01.png

თბილისი, 0108, ზანდუკელის ქ. 16

+995 322 507 177

bottom of page