top of page

საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მესამე ეროვნული პროგრამა 2017-2021

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

2018

საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა წინამდებარე პროგრამაში ასახულია საქართველოს გარემოსდაცვითი პრიორიტეტები და განსაზღვრულია სტრატეგიული გრძელვადიანი მიზნები, 5 წელიწადში განსახორციელებელი ამოცანები და კონკრეტული ქმედებები, რომლებიც აუცილებელია გარემოს მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.


გარემოსდაცვითი პოლიტიკის მთავარი მიზანი, რომელსაც აყალიბებს საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მესამე ეროვნული პროგრამა არის ქვეყნის მდგრადი და დაბალანსებული განვითარება, რომლის დროსაც გარემოსდაცვითი და სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევები თანაბრად განიხილება. გარემოს დაცვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა სოციალურ-ეკონომიკური საქმიანობებით გამოწვეული გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების თავიდან აცილება, უკვე არსებული უარყოფითი ზემოქმედების მისაღებ დონემდე შემცირება და გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესება, რაც გრძელვადიან პერიოდში უზრუნველყოფს მომავალი თაობების ჯანსაღ გარემოში ცხოვრებას.


პროგრამის სტრატეგიული მიზნებია:

  • გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესება, ბუნებრივი რესურსების დაცვის/მდგრადი გამოყენების უზრუნველყოფა და იმ რისკების თავიდან აცილება/მინიმუმამდე დაყვანა, რომლებიც საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას და მოსახლეობის კეთილდღეობას.

  • საქართველოს მიერ რეგიონული და გლობალური გარემოსდაცვითი ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესება და შემდგომი დაახლოება ევროკავშირის გარემოსდაცვით პოლიტიკასთან, ჩარჩო კანონმდებლობასა და კონკრეტული დირექტივების მოთხოვნებთან.

  • ადმინისტრაციული სტრუქტურების გაძლიერება ეფექტიანი გარემოსდაცვითი მართვისა და გარემოსდაცვითი კანონმდებლობის აღსრულების უზრუნველსაყოფად.

  • მდგრადი განვითარების ხელშეწყობა სოციალურ და ეკონომიკურ პოლიტიკაში გარემოსდაცვითი ასპექტების ინტეგრაციის საშუალებით.


დოკუმენტში უფრო კონკრეტული მიზნები და ამოცანებია გაწერილი შემდეგი 12 მიმართულებით: გარემოსდაცვითი მმართველობა, წყლის რესურსების მართვა, ატმოსფერული ჰაერის დაცვა, ნარჩენების მართვა, ქიმიური ნივთიერებების მართვა, ბიომრავალფეროვნების დაცვა, ტყის მართვა, ნიადაგის დაცვა, კლიმატის ცვლილება, ბუნებრივი საფრთეების რისკების მართვა, რადიაციული უსაფრთხოება, მწვანე ეკონომიკა და მდგრადი განვითარების გარემოსდაცვითი მიმართულება.


დოკუმენტის გადმოწერა:


1604
.pdf
Download PDF • 14.72MB

bottom of page