top of page

საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის წყლის პოლიტიკის დოკუმენტი

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD)

2021

წყლის პოლიტიკის დოკუმენტი აფასებს საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის წყლის სექტორებში არსებულ ამჟამინდელ მდგომარეობას და შერჩეული ქვეყნების გრძელვადიან სტრატეგიულ გეგმას აღნიშნული სექტორის განვითარების შესახებ. დოკუმენტის მიზანია შეაფასოს სამომავლო გამოწვევები და შესაძლებლობები სექტორის რეფორმირების სტრატეგიულ გეგმებთან მიმართებით. საქართველო, უკრაინა და მოლდოვა საინტერესო ქვეყნებია იმდენად, რამდენადაც მათ შემთხვევაში წყლის სექტორის განვითარების სტრატეგიული ხედვა დაფუძნებულია ევროკავშირთან გაფორმებულ ასოცირების შეთანხმებაზე, რომელმაც განსაზღვრა დროში შეზღუდული ვალდებულებები, რომ ამ ქვეყნებმა კანონმდებლობები ევროკავშირის კანონებს, მათ შორის წყლის ჩარჩო დირექტივას, დაუახლოვონ.


დოკუმენტი მიმოიხილავს საქართველოს მიზნებს წყლის სექტორთან დაკავშირებით, მათ შორის საქართველოს ვალდებულებებს ევროკავშირთან დადებული ასოცირების შეთანხმების ფარგლებში და იმ სამიზნე მაჩვენებლებს, რომლებიც ქვეყანას განსაზღვრული აქვს საერთაშორისო გარემოსდაცვითი შეთანხმებების ფარგლებში, მათ შორის მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) მიხედვით. დოკუმენტში მიმოხილულია ის ვალდებულებებიც, რომლებიც ქვეყანას გაწერილი აქვს ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის მიხედვით, მათ შორის დროში შეზღუდული ვალდებულებები მდინარის აუზის უბნების განსაზღვრისა და მდინარის აუზის მართვის გეგმების შემუშავების შესახებ. დოკუმენტი აანალიზებს ამჟამინდელ მდგომარეობას საქართველოს წყლის სექტორში და წარმოაჩენს იმ ბარიერებს, რომლებიც სექტორის განვითარებას აფერხებს. ასევე, მიმოიხილავს რა არსებულ საკანონმდებლო და პოლიტიკის ჩარჩოს, დოკუმენტი წარმოაჩენს წყლის სექტორის სამომავლო რეფორმირების სავარაუდო სცენარებს.


ბმული

ამ პლატფორმის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მიერ, USAID-ის მეშვეობით გაწეული დახმარების შედეგად, პროექტ MediaTOR-ის ფარგლებში. აღნიშნული პროექტი ხორციელდება ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და Internews საქართველოს მიერ, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით. პლატფორმის ავტორთა მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს USAID-ის ან აშშ-ს მთავრობის პოზიციას.

Logo_combined_GE.PNG
2560px-Policy_institute_logo_black_svg.svg.png
internews.png
back 01.png

თბილისი, 0108, ზანდუკელის ქ. 16

+995 322 507 177

bottom of page