top of page

„შრომის უფლებებისა და პირობების შესახებ შრომის კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებებისთვის“ რეგულირების გავლენის შეფასების (RIA) დოკუმენტი

ACT

2022

აღნიშნული RIA-ს მიზანი იყო , “შეეფასებინა საქართველოში 2020 წლის სექტემბერში მიღებული შრომის კანონმდებლობის ძირითადი ცვლილებების გავლენა. რეგულაციის ეს მნიშვნელოვანი ცვლილება დაემთხვა პანდემიურ ვითარებას საქართველოსა და მთელ მსოფლიოში. Covid-19-ის კრიზისმა წარმოშვა განსხვავებული გამოწვევები დასაქმებულებისთვის, დამსაქმებლებისა და მთავრობებისთვის. შესაბამისად, ახალი შრომითი რეგულაციების პრაქტიკაში განხორციელებას მნიშვნელოვანი გამოწვევები მოჰყვა, შრომის ინსპექციის სამსახურის აქტივობები თითქმის მთლიანად იყო კონცენტრირებული პანდემიასთან დაკავშირებულ ინსპექტირებაზე, გაცილებით ნაკლები აქცენტით სტანდარტული ტიპის საქმიანობაზე”. წინამდებარე RIA-ში განხილულია ორი პოლიტიკის ალტერნატივა. პირველი ალტერნატივა არის “არაფრის კეთება”, რომელიც გულისხმობს იმ მდგომარეობის შენარჩუნებას, რომელიც არსებობდა კანონმდებლობის ცვლილებამდე, ხოლო მეორე ალტერნატივა განიხილავს 2020 წლის 29 სექტემბერს მიღებული შრომის ახალი კანონმდებლობის პრაქტიკაში გატარებას. მოცემული ალტერნატივების გასაანალიზებლად RIA-ში შეფასებულია ეკონომიკური და სოციალური გავლენის სხვადასხვა ასპექტი. ამასთანავე, ყურადღება გამახვილებულია გარემოსდაცვით ფაქტორებზე, თუმცა, როგორც RIA-ში არის აღნიშნული, “ამ შემთხვევაში არ ფიქსირდება კონკრეტული გავლენა გარემოზე”. მოცემული ალტერნატივების მრავალკრიტერიუმიანი ანალიზით (MCA) შედარების შედეგად გამოიკვეთა, რომ უპირატესი ალტერნატივა არის მეორე ალტერნატივა (მიღებული ცვლილებების პრაქტიკაში გატარება), რადგან ის “არაფრის კეთების” ალტერნატივისგან განსხვავებით უკეთ უზრუნველყოფს პოლიტიკის მიზნებისა და ამოცანების მიღწევას და უკეთ შეესაბამება ქვეყნის მდგრადი განვითარების დღის წესრიგს.


დოკუმენტის გადმოწერა:


RIA on Labor Code changes_Final Report_01.11.2022_GEO
.pdf
Download PDF • 1.25MB

bottom of page