top of page

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ კანონის“ ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი

USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა

2023

წინამდებარე დოკუმენტი გადახდისუუნარობის ახალი კანონის „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“  ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზს წარმოადგენს. დოკუმენტი მიემართება კანონის რამდენიმე მიზანს:

·        რეაბილიტაციის ხელშეწყობა;

·        გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის ოპტიმიზაცია;

·        კრედიტორთა დაკმაყოფილების რიგითობის მოწესრიგება;

·        ამოღების კოეფიციენტის ზრდა;

·        ბიზნესის მიერ გადახდისუუნარობის პროცესში გაწეული ხარჯების შემცირება;

·        გადახდისუუნარობის პრაქტიკოსების ინსტიტუტის ჩამოყალიბება, სერტიფიცირება და ავტორიზაცია;

·        სასამართლოსთან დაკავშირებული პროცედურების გამარტივება.

ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი მიმოიხილავს გადახდისუუნარობის ახალი საკანონმდებლო და მარეგულირებელი ჩარჩო დოკუმენტის შემოღებამდე გამოვლენილ გამოწვევებს. დოკუმენტის მიხედვით, ახალ მარეგულირებელ ჩარჩოსთნ დაკავშრებული ხარჯები ასოცირდება: „გადახდისუუნარობის პრატიკოსთა ინსტიტუტის ჩამოყალიბებისთვის, მათი სერტიფიცირებისა და ავტორიზაციისთვის, კანონით განსაზღვრული ახალი მარეგულირებელი ნორმებისა და წესების ამოქმედებისათვის გასაწევ საჭირო საოპერაციო, IT ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფისა და ჩართული პირების შესაძლებლობების განვითარების/მხარდაჭერის/ცნობიერების ამაღლების პროცესთან დაკავშირებულ“ ხარჯებთან. ანალიზის მიხედვით 10 წლიან პერიოდში ხარჯებისა და სარგებლის წმინდა მიმდინარე ღირებულება NPV 297,8 მლნ ლარს, ხოლო, ხარჯებისა და სარგებლის ფარდობა BCR 129.9 მლნ ლარს შეადგენს.


ფაილის გადმოწერა:


გადახდისუუნარობის რეფორმის ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი (1)
.pdf
Download PDF • 728KB




bottom of page