top of page

ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდების შესახებ

USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა

2023

წინამდებარე ანგარიშში წარმოდგენილია ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზის შედეგები საქართველოში უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდების (REIT) დანერგვის შესახებ. წარმოდგენილ დოკუმნტში შეფასებულია პოლიტიკის ორი ალტერნატივა:  ალტერნატივა 1, განიხილავს სიტუაციას, როდესაც REIT შემოდის ქვეყნის არსებულ საკანონმდებლო ჩარჩოში ყოველგვარი ცვლილების გარეშე და ალტერნატივა 2, რომელიც ითვალისწინებს დამატებით გადასახადების შემცირებას/განთავისუფლებას ქვეყანაში REIT ინვესტორებისთვის.  წარმოდგენილმა ანალიზმა შეაფასა დაინტერესებული მხარეების ხარჯები და სარგებელი 10 წლის განმავლობაში, რაც შეესაბამება მოდელის მიერ განხილულ REIT ოპერაციების ერთ სრულ ციკლს.

 

ხარჯ-სარგებლიანობის შედეგები აჩვენებს, რომ უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდების რეფორმა მომგებიანია ორივე სცენარით და ქმნის დადებით წმინდა სარგებელს ყველა განსაზღვრული დაინტერესებული მხარისთვის, ხოლო წმინდა მიმდინარე ღირებულება (NPV) შეადგენს  682.5 მილიონ ლარსა (ალტერნატივა 1) და 693.2 მილიონ ლარს (ალტერნატივა 2) ანალიზის პერიოდში. დოკუმნეტი ხაზს უსვამს, რომ ჩატარდა სენსიტიურობის ანალიზი, მოდელის გამძლეობის, შედეგებისა და რეფორმის წარმატების შესაფასებლად, ცვალებად მაკროეკონომიკურ გარემოში. ანალიზი აჩვენებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ დაინტერესებულ მხარეთა NPV მნიშვნელოვნად მცირდება შესაძლო უარეს შემთხვევაში, მათი სარგებელი კვლავ პოზიტიური ნიშნულზე რჩება.


ფაილის გადმოწერა:


Capital Market Reform_CBA on Real Estate Investment Trusts (REIT)
.pdf
Download PDF • 676KB

bottom of page