top of page

ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი ეკონომიკურ რეფორმებზე: საქართველოს კანონი ტურიზმის შესახებ

USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა

2023

წინამდებარე ანგარიში წარმოადგენს „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტის ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზს, რომლის მიზანია შეაფასოს  მარეგულირებელ ჩარჩოში შეტანილი ცვლილებების გავლენა ტურიზმის სექტორსა და ეკონომიკაზე, გარდა ამისა, განსაზღვროს კანონპროექტის მოსალოდნელი გავლენა სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებზე. 

ხარჯთ-სარგებლიანობის ანალიზი განხორციელდა შერეული კვლევის მეთოდების გამოყენებით, რომლებიც სექტორული  ინდიკატორების შესახებ მეორეული მონაცემების დამუშავებას, დაინტერესებულ მხრეებთან კონსულტაციას, გამოკითხის ფარგლებში სექტორში არსებული მდგომარეობის შესწავლასა და ინდიკატორის ანალიზისთვის დამატებითი მონაცემების შეგროვებას მოიცავს.

შეფასების შედეგად, 2023-20233  წწ-ში, აღნიშნული კანონპროექტის ზეგავლენა დადებითია და წმინდა სარგებლის მიმდინარე ღირებულება (NPV) ჯამურად შეადგენს 4.3 მილიარდ ლარს. რაც შეეხება უშუალოდ ფინანსური სახის გავლენებს, ფინანსური ხარჯებისა და სარგებლის გათვალისწინებით, წმინდა სარგებელი კვლავ დადებითია და 3.4 მილიარდ ლარს შეადგენს. დოკუმენტის მიხედვით, კანონპროექტის გავლენები ნაწილდება სამ ფართო ჯგუფზე: სახელმწიფო სექტორზე ზეგავლენა, კერძო სექტორზე გავლენა და მომხმარებელთა სარგებელი.

გარდა ამისა, კანონპროექტის მაკროეკონომიკური გავლენები შეფასდა უცხოელი ვიზიტორებისგან მიღებული დამატებითი შემოსავლების გათვალისწინებით. შეფასების შედეგების მიხედვით, 2023-2033 წწ-ში, საერთშორისო ვიზიტების 2%-ით ზრდა გამოიწვევს ვიზიტორებიდან მიღებული შემოსავლის 7.9 მილიარდი ლარით ზრდას, აღნიშნული შემოსავალი  გადანაწილდება ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, შედეგად გაიზრდება შესაბამის სექტორებში გამოშვება, მთლიანი შიდა პროდუქტი და დასაქმების მაჩვენებელი. დამატებით განხორციელებული სენსიტიურობის ანალიზის შედეგების მიხედვით კი გამოვლინდა, რომ კანონპროექტის მოსალოდნელი სარგებელი, მეტწილად, ტურისტულ პაკეტებზე მოთხოვნის ზრდაზეა დამოკიდებული და „იმ შემთხვევაში თუ, ტურისტული პაკეტების წილი საერთაშორისო და გამყვან ვიზიტებში უცვლელი დარჩება, კანონპროექტის ნეტ-ბენეფიტი 39%-ით შემცირდება, თუმცა, საბოლოო შედეგი მაინც პოზიტიური დარჩება როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სექტორისა და მომხმარებლების ჯგუფისთვის“


დოკუმენტის გადმოწერა:


CBA On Tourism Law-Technical Deliverable
.pdf
Download PDF • 1.56MB

bottom of page