top of page

შინამეურნეობების, ბიზნესისა და ინდუსტრიის ენერგიის ტარიფის რეგულირების გავლენის შეფასება

საქართველოს ახალგაზრდა ენერგეტიკოსთა ასოციაცია

2020

წარმოდგენილი რეგულირების ზემოქმედების შეფასების (RIA) ფარგლებში პროექტის გუნდმა შეიმუშავა ენერგეტიკის სატარიფო მოდელი (Time of Use სატარიფო მოდელი). აღნიშნული მოდელის შემოღება განხილულია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის კანონდმებლობის ევროკავშირის ენერგეტიკულ დირექტივებთან ჰარმონიზების მოთხოვნის ჭრილში.


ავტორების მიერ შემუშავებული მოდელი, მათ შორის, მოიცავს ეკონომიკურ ანალიზს, რომელიც აფასებს სატარიფო სქემის ხარჯებსა და სარგებელს საყოფაცხოვრებო და კომერციული მომხმარებლებისთვის სავალდებულო და ნებაყოფლობითი პოლიტიკის ალტერნატივების ფარგლებში. აგრეთვე, შემუშავებული მოდელი აკვირდება ისეთ გარეგან ფაქტორებს, როგორებიცაა CO2-ის ემისიის შემცირება და ელექტროენერგიის დაკარგვა ქსელში. წარმოდგენილი რეგულირების ზეგავლენის შეფასების ფარგლებში შეფასებულია სამი პოლიტიკის ალტერნატივა: სტატუს ქვოს შენარჩუნება, სატარიფო მოდელში მონაწილეობის სავალდებულოობა ყველა შინამეურნეობისა თუ კომერციული პირისთვის და აღნიშნულ სქემაში ნებაყოფლობითი მონაწილეობა. ხარჯ-სარგებლის ანალიზიდან გამომდინარე, წარმოდგენილ მოდელში სავალდებულო მონაწილეობა ასოცირებული მნიშვნელოვან უარყოფით წმინდა სარგებელთან, განსხვავებით ნებაყოფლობითი მონაწილეობის მოდელისგან.


დოკუმენტის გადმოწერა:

RIA - შინამეურნეობების, ბიზნესისა და ინდუსტრიის ენერგიის ტარიფები
.pdf
Download PDF • 2.99MB

bottom of page