top of page

შენობა-ნაგებობების მიმართ ინსოლაციის მინიმალური მოთხოვნების შესახებ რეგულირების ზეგავლენის შეფასება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

2022

წინამდებარე რეგულირების ზეგავლენის შეფასება ჩატარებულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ და აფასებს ინსოლაციის მიმართ მინიმალური მოთხოვნების შემოღების ვალდებულებას, რომელიც განსაზღვრულია „„საქართველოსივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით“. გარდა ამისა, კვლევაში მიმოხილულია ევროპული სტანდარტი EN17037, რომელიც არეგულირებს ინსოლაციის საკითხებს. კვლევის ავტორებმა მონაცემები შეაგროვეს სამაგიდო კვლევის, ინტერვიუებისა და მონაცემების ანალიზის საფუძველზე. კვლევაში მიმოხილულია პოლიტიკის ორი  ალტერნატივა.


ანგარიშის მიხედვით, „პოლიტიკის პირველი ალტერნატივა ითვალისწინებს კოდექსიდან გამომდინარე, ინსოლაციის მინიმალური მოთხოვნების სავალდებულოდ შემოღებას, ხოლო მეორე ალტერნატივა გულისხმობს ევროპული დირექტივით გათვალისწინებული ინსოლაციის საშუალო მოთხოვნის სავალდებულოდ შემოღებას. იდენტიფიცირებული პოლიტიკის ალტერნატივების ზეგავლენა შედარდა საბაზისო სცენართან. მოცემული კვლევის მრავალკრიტერიუმიანი ანალიზის ნაწილში პოლიტიკის ორივე ალტერნატივა შეფასდა ეფექტიანობის, ეკონომიკური, სოციალური, 9 გარემოსდაცვითი და განხორციელების მიხედვით. შეფასდა ბიზნესის, მათ შორის, მცირე და საშუალო საწარმოთა შესაბამისობის დანახარჯები.“  RIA-ში აღნიშნულია, რომ „თვისებრივი ანალიზის შედეგად, პირველ ალტერნატივას მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს მეორე ალტერნატივასთან შედარებით ეფექტიანობის, სოციალური და გარემოსდაცვითი თვალსაზრისით.


დოკუმენტის გადმოწერა:


RIA - შენობა-ნაგებობების მიმართ ინსოლაციის მინიმალური მოთხოვნების შესახებ
.pdf
Download PDF • 1.76MB

bottom of page