top of page

ტურიზმის შესახებ კანონპროექტის გარკვეული ასპექტების რეგულირების ზეგავლენის შეფასება

USAID, მმართველობა განვითარებისთვის

2019

წინამდებარე ანგარიში აჯამებს ტურიზმის შესახებ კანონპროექტის გარკვეული ასპექტების რეგულირების ზემოქმედების შეფასებას (RIA). ეს ასპექტები შეირჩა საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან (GNTA) და პარლამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით. RIA იკვლევს პოტენციური სახელმწიფო ინტერვენციების გავლენას ტურისტული სერვისის პროვაიდერებზე საქართველოში, მათ შორის საცხოვრებლების მეპატრონეებზე, ტუროპერატორებსა და გიდებზე ზეგავლენას.


პოლიტიკის ალტერნატივები განხილულია ცალ-ცალკე თითოეული კომპონენტისთვის (მაგ. საცხოვრებელი, ტუროპერატორები და გიდები). საბაზისო სცენარი, სხვაგვარად ცნობილი როგორც "არაფრის გაკეთება", აღწერს არსებულ მდგომარეობას ყოველგვარი სახელმწიფო ჩარევისა და რეგულაციების გარეშე. ანგარიში მიმოიხილავს დანარჩენ რეალისტურ ალტერნატივებს, მათ შორის რეგულაციებს მიღმა ალტერნატივებს. ეს უკანასკნელი პასუხობს პრობლემის გამომწვევ მიზეზებს და ამ ალტერნატივებიდან ერთ-ერთის განხორციელება შეცვლის საბაზისო სცენარს და გარკვეულწილად მოაგვარებს პრობლემას. ალტერნატივები შედარებულია ხარჯ-სარგებლის (CBA) და მულტიკრიტერიუმული ანალიზის საფუძველზე.


დოკუმენტის გადმოწერა:

RIA on Certain Aspects of the Draft Tourism Law (1)
.pdf
Download PDF • 2.47MB

bottom of page