top of page

სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო კოდექსის საპილოტე რეგულირების ზეგავლენის შეფასება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი, USAID-ის ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა

2014

საქართველოს მთავრობა მუშაობდა სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო კოდექსის საპილოტე პროექტზე, რომლის მიზანიც იყო მშენებლობის უსაფრთხოების გაზრდა მშენებლობის ნებართვების გაცემის ეფექტურობის უზრუნველყოფასთან ერთად, მთავარი ცვლილება, რასაც კოდექსი განიხილავს, არის არქიტექტორებისთვის კვალიფიკაციის სტანდარტებთან შესაბამისობა.


კვლევის თანახმად, ბაზარზე არსებული ასიმეტრიული ინფორმაცია იწვევს არაეფექტური წონასწორობის ჩამოყალიბებას, როდესაც შენობის უსაფრთხოების დონე სასურველზე დაბალია; იზრდება გაურკვევლობა არქიტექტორთა პროფესიულ ბაზარზე და ასევე იწვევს სირთულეებს ქართული კომპანიების საერთაშორისო ბაზარზე შეღწევადობისთვის.


აღნიშნული ფაქტორები ამართლებს სახელმწიფო ჩარევას ამ სფეროში. გაურკვევლობის პირობებში რთულია, მომხმარებელმა გაარჩიოს კვალიფიციური არქიტექტორი არაკვალიფიციურისგან. სახელმწიფო ჩარევა აღმოფხვრის ასიმეტრიულ ინფორმაციას და გააუმჯობესებს სიტუაციას ბაზარზე.


კვლევა ერთმანეთს ადარებს პოლიტიკის რამდენიმე ალტერნატივას:

  • ბაზისური სცენარი, როდესაც არანაირი ქმედება არაა განხორციელებული;

  • მეორე ვარიანტი, როდესაც სერტიფიცირების პროცესი ხორციელდება შესაბამის პროფესიონალთა ასოციაციის მიერ;

  • მესამე ვარიანტი, როდესაც სერტიფიცირების პროცესი იმართება პროფესიონალთა ასოციაციისა და სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ.

შედარებითი ანალიზის თანახმად, მე-3 ვარიანტი საშუალებას იძლევა, ცვლილება განხორციელდეს ყველაზე ეფექტურად და ამავე დროს მინიმიზირდეს რეფორმასთან დაკავშირებული რისკები და მაქსიმიზირდეს ბენეფიტები.


დოკუმენტის გადმოწერა:

e20e9910-277a-11ec-9a11-8d942930d959
.pdf
Download PDF • 1.23MB

bottom of page