top of page

საქართველოში თანაბარი ანაზღაურების მიმოხილვისა და ანგარიშგების (EPRR) მეთოდოლოგიის დანერგვის მოდელების შეფასება

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი

2021

აღნიშნული კვლევა ამოწმებს, რამდენად სარგებლიანი, პრაქტიკული და განხორციელებადია საქართველოს როგორც ეკონომიკურ, ასევე პოლიტიკურ კონტექსტს მორგებული თანაბარი ანაზღაურების მიმოხილვისა და ანგარიშგების ინსტრუმენტი. ასევე, დოკუმენტში ჩატარებულია თანაბარი ანაზღაურების მიმოხილვისა და ანგარიშგების ინსტრუმენტის, როგორც მტკიცებულებაზე დაფუძნებული პოლიტიკისა და გენდერული თანასწრობის გაუმჯობესების ხელშემწყობი საშუალების, გენდერული ზეგავლენის შეფასება.


კვლევამ: ა) მოიკვლია სხვაქვეყნებში თანაბარი ანაზღაურების მიმოხილვის ალტერნატიული პროცესები და აჩვენა, თუ რამდენად შეეფერება ისინი საქართველოს კონტექსტს; ბ) მოიკვლია ალტერნატიული ინსტრუმენტები, რომელთა გამოყენება შეიძლება თანაბარი ანაზღაურების მიმოხილვის პროცესში; გ) გამოავლინა საქართველოს კონტექსტისათვის ყველაზე შესაფერისი ინსტრუმენტი და მოარგო ის ქართულ შრომის ბაზარს; დ) გამოსცადა შერჩეული ინსტრუმენტი სხვადასხვა ზომის რეალურ კომპანიაში, რათა შეეფასებინა მათგან მიღებული შედეგი და აღნიშნული ინსტრუმენტის მიმღებლობა; ე) გამოცდის დროს მიღებული ინფორმაცია გამოიყენა პოლიტიკის გამტარებლების ინფორმირებისათვის, რადგან ამჟამად საქართველოში ხდება თანაბარი ანაზღაურების მიმოხილვის პროცესის დანერგვის ოპტიმალურ გზების ძიება; ვ) დაბოლოს, აჩვენა თუ რა წვლილი შეიძლება ჰქონდეს გენდერული ზეგავლენის შეფასების მეთოდოლოგიას პოლიტიკის შექმნასა და შეფასებაში.


კველვამ აჩვენა, რომ ინსტრუმენტი სასარგებლოა საშუალო და დიდი ზომის კომპანიებისთვის (50-ზე მეტი თანამშრომლით) თანაბარი ანაზღაურების ყოვლისმომცველი სურათის მისაღებად. იმის გათვალისწინებით, რომ მცირე კომპანიების (50, ან ნაკლები თანამშრომელი) ანალიზისათვის ამ ინსტრუმენტს შეზღუდული სარგებლიანობა აქვს და საქართველოში მცირე კომპანიები ბევრია (რაცმათთვის მნიშვნელოვნად ზრდის შესაბამისობის ხარჯებს), შეფასების გუნდი მიიჩნევს, რომ ინსტრუმენტი დაინერგოს მხოლოდ იმ კომპანიებისათვის, რომელთაც 50-ზე მეტი დასაქმებული ჰყავთ.


კვლევის თანახმად, მნიშვნელოვანია, საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრა, რათა აღსრულებაზე პასუხისმგებელ სააგენტოს შეეძლოს სანქციების დაკისრება საჭირო მონაცემების არ წარმოდგენის ფაქტზე, ასევე პასუხი აგებინოს თანაბარი სამუშაოსთვის თანაბარი ანაზღაურების პრინციპის დარღვევის შემთხვევაში.


დოკუმენტის გადმოწერა:

611ddad0-21de-11ec-b3d0-9fcfc29319ff
.pdf
Download PDF • 1.12MB

bottom of page