top of page

საქართველოში ესტონური კორპორატიული მოგების დაბეგვრის (CIT) მოდელის განხორციელების მარეგულირებელი ზეგავლენის შეფასება

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია

2016

ანალიზი შეეხება კომპანიებისთვის გაუნაწილებელ მოგებაზე გადასახადის გაუქმების რეფორმას, რომელმაც 2000 წელს ესტონეთში საკმაოდ წარმატებული ეკონომიკური შედეგები მოიტანა. რეფორმის მიზანია საგადასახადო სტიმულირების გზით ეკონომიკური ზრდის მიღწევა.


დოკუმენტში განხილულია პოლიტიკის ორი ვარიანტი: (1) პოლიტიკის უცვლელად შენარჩუნება, (2) რეგულაციების ჩარევა - კერძოდ, ესტონური კორპორატიული მოგების დაბეგვრის მოდელის განხორციელება საქართველოში. ანალიზი აჩვენებს, რომ ახალი სისტემის ამოქმედებიდან დაახლოებით 1.5 წელიწადში მოსალოდნელია შემდეგი ერთჯერადი შედეგები:


  • რეფორმა ხელს შეუწყობს ინვესტიციებს. 1.5 წლის განმავლობაში ძირითადი კაპიტალის მოცულობა 3.23%-ით გაიზრდება.

  • 1.5 წლის მანძილზე რეალური მშპ დაახლოებით 1.44%-ით გაიზრდება.

  • 1.5 წლის მანძილზე მთლიანი კერძო სექტორის მოხმარება დაახლოებით 0.85%-ით მოიმატებს.

  • რეფორმა სახელმწიფო ბიუჯეტის წლიურ დეფიციტს მაქსიმუმ 3%-ით გაზრდის.

  • მოდელით განსაზღვრული მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი უმნიშვნელოდ შემცირდება.


შედეგები აჩვენებს, რომ საქართველოში კორპორატიული საშემოსავლო გადასახადის რეფორმის განხორციელებას პოზიტიური მაკროეკონომიკური ეფექტები ექნება. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ რეფორმა ინვესტიციებზე სასარგებლოდ მოქმედებს, ეკონომიკაში მიმდინარე სხვა მოვლენებმა, მაგალითად, გაურკვევლობის ან ინსტიტუციური არასტაბილურობის მატებამ შესაძლოა დაძლიოს რეფორმის შედეგად წარმოქმნილი ზრდის ხელშემწყობი გარემოებები.


დოკუმენტის გადმოწერა:

116855
.pdf
Download PDF • 15.47MB

bottom of page