top of page

საქართველოს “მეწარმეთა შესახებ” კანონპროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასება

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი, MG Law

2018

2013 წელს საქართველოს მეწარმეთა შესახებ მოქმედი კანონის გაუმჯობესების მიზნით ჩატარებული საჯარო კონსულტაციების შემდეგ შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც შეიმუშავა საქართველოს მეწარმეთა შესახებ ახალი კანონი. ევროკავშირთან გაფორმებულმა ასოცირების შესახებ შეთანხმებამ საჭირო გახადა, კანონპროექტში შესულიყო ახალი იმპერატიული და დისპოზიციური დებულებები. მეწარმეთა შესახებ კანონპროექტის ორი უმთავრესი გამოწვევა არის: 1) ნორმებისა და პრაქტიკის ეფექტურობის გაზრდა ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, 2) ევროკავშირის მეწარმეთა შესახებ კანონთან ეფექტიანი ჰარმონიზაცია.


შეფასების ფარგლებში განიხილებოდა პოლიტიკის სამი ალტერნატიული ვარიანტი: 1. მეწარმეთა შესახებ მოქმედი კანონი არ იცვლება. 2. პოლიტიკის სცენარი, რომელშიც კანონპროექტის ყველა ძირითადი დებულება გათვალისწინებულია. 3. მე-3 ვარიანტი არის მე-2 ვარიანტის სახეცვლილება, რომელშიც ყველა იმპერატიული დებულება, რომელიც ასოცირების შესახებ შეთანხმებით არ არის სავალდებულო, ამოღებულია.


ანალიზის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი:


  • 1-ლი ვარიანტი (საბაზისო სცენარი). 1-ლი ვარიანტი დანარჩენებზე აღმატებულია განხორციელებადობის/შესაბამისობაში მოსვლის სიმარტივის კრიტერიუმის მიხედვით. ამას განაპირობებს ის ფაქტი, რომ ამ ვარიანტის განხორციელების ნამატი მოთხოვნები, ფაქტობრივდ, ნულის ტოლია.

  • მე-2 ვარიანტი არის რეფორმის პირველი მიზნის შესრულების საუკეთესო საშუალება. ჩვენი შეფასებით, ეს არის ვარიანტი, რომელიც ყველაზე მეტად ზრდის მეწარმეთა შესახებ კანონის სფეროში წესებისა და პრაქტიკის ეფექტურობას, საწარმოებს მისცეს უკეთესი წვდომა ფინანსებზე. მე-2 ვარიანტი ყველაზე ეფექტურია რეფორმის დადებითი (და არსებითი) არაპირდაპირი ეფექტის მაქსიმიზაციის თვალსაზრისით. თუმცა ამ ვარიანტის განხორციელება ყველაზე რთულია და ყველაზე დაბალი შედეგი აქვს ხარჯების ეფექტიანობის კრიტერიუმთან (მაგალითად, წმინდა დაყვანილი ღირებულება) მიმართებაში. ამ ვარიანტსვე უკავშირდება რისკების ყველაზე მაღალი დონეც.

  • და ბოლოს, მე-3 ვარიანტი ყველა დანარჩენ ვარიანტს აღემატება ეფექტურობის მე-2 კრიტერიუმით. ეს ვარიანტი იძლევა საშუალებას, ყველაზე ნაკლები ხარჯებით განხორციელდეს ევროკავშირის დირექტივები. აღსანიშნავია, რომ 1-ლ და მე-2 ვარიანტთან შედარებით, მას შედარებით ცუდი შედეგები აქვს რამდენიმე კრიტერიუმით, თუმცა ყველაზე დაბალანსებულია, რადგან არც ერთი კრიტერიუმით არ აქვს ყველაზე ცუდი შედეგები. პოტენციური რისკების შემცირების თვალსაზრისითაც ეს არის საუკეთესო ვარიანტი.


დოკუმენტის გადმოწერა:

28749
.pdf
Download PDF • 2.39MB

bottom of page