top of page

საქართველოს ნარკოპოლიტიკის რეფორმის გენდერული გავლენის შეფასება

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო

2017

წინამდებარე ანგარიში წარმოადგენს საქართველოს პარლამეტში 2017 წლის 22 ივნისს ინიცირებული ნარკოპოლიტიკის რეფორმის გენდერული გავლენის შეფასებას. გენდერული გავლენის შეფასების მიზანია ნარკოვითარების არსებული რეალობის განხილვა გენდერულ ჭრილში და მისი შედარება რეფორმის შედეგად მიღებული მოცემულობისთვის. ნარკოპოლიტიკის რეფორმა მიზნად ისახავს სისტემური მიდგომის ცვლილებას ნარკომომხმარებელთა მიმართ - დასჯაზე ორიენტირებული, მკაცრი ღონისძიებების ნაცვლად აქცენტი კეთდება მკურნალობა-რეაბილიტაციასა და პირველადი პრევენციის დანერგვაზე.


გენდერული გავლენის შეფასება დაიყო ორ ეტაპად. პირველი ეტაპზე ჯგუფმა მიმოიხილა საერთაშორისო გამოცდილება ნარკოპოლიტიკის გენდერული თანასწორობის კუთხით და გამოყო ყველა ის ძირითადი გენდერული უთანასწორობა რაც არსებობს მსოფლიოში ამ მიმართულებით. ამ ეტაპის მიზანი იყო ნარკოპოლიტიკის გენდერული რელევანტობის დადგენა. მეორე ეტაპზე შეფასდა უშუალოდ წარმოდგენილი ნარკოპოლიტიკის რეფორმა. ცალკე თავი დაეთმო პირველადი პრევენციის გავლენის შეფასებას, როგორც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ელემენტს ნარკომოხმარების შესამცირებლად.


მეორე ეტაპზე შეფასება მოხდა ოთხი კრიტერიუმით. ჯგუფმა გამოიყენა ევროკომისიის მიერ მომზადებული გენდერული გავლენის შეფასების სახელმძღვანელოს მიერ შემოთავაზებული შემდეგი კრიტერიუმები:

  1. მონაწილეობა - სამიზნე ჯგუფის შემადგენლობა, ნარკოდამოკიდებულების თანამდევი მოვლენები, შესაბამისი სამართალდარღვევათა რაოდენობა სქესის მიხედვით;

  2. რესურსები - მატერიალურ რესურსებთან (ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჯანმრთელობის დაცვის რესურსებთან) წვდომა სქესის მიხედვით;

  3. ნორმები და ფასეულობები - საზოგადოებაში არსებული ნორმები და ფასეულობები, გენდერული როლები, რომლებიც გავლენას ახდენს ნარკოვითარებაზე;

  4. უფლებები - მოქალაქეების შესაძლებლობა თანაბარი წვდომა ჰქონდეთ სხვადასხვა რესურსზე.


თითოეული კრიტერიუმისათვის მოხდა (I) არსებული ვითარების შესწავლა, (II) სამომავლო ტენდენციების განსაზღვრა არსებული რეალობიდან გამომდინარე (იმ დაშვებით, რომ არ ხდება რეფორმის მიღება), (III) რეფორმის სამომავლო შედეგების შეფასება, (IV) რეფორმის შედეგების შედარება იმ სიტუაციასთან, როცა არ ხდება რეფორმის მიღება. თითოეული ზემოაღნიშნული კრიტერიუმით გენდერული გავლენის შეფასებამ აჩვენა, რომ წარმოდგენილ რეფორმას შეუძლია ნარკოპოლიტიკის სფეროში არსებული გენდერული უთანასწორობის შემცირება.


დოკუმენტის გადმოწერა:

საქართველოს ნარკოპოლიტიკის რეფორმის გენდერული გავლენის შეფასება.pdf__t=1643989491
.pdf
Download PDF • 900KB

bottom of page