top of page

რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) ინსტიტუციონალიზაციის რეფორმის შეფასება

რეფორმეტრი

2023

რეგულირების ზეგავლენის შეფასება მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავების პროცესია, რომელიც ხელს უწყობს ეფექტიანი რეგულაციების გატარებას. რეგულირების ზეგავლენის შეფასება გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის ქმნის მტკიცებულებებს პოტენციური პოლიტიკის ცვლილების ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ, მათი მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასების გზით. მიღებული შედეგები შეჯამებულია რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშში.


23 წლის 26 ოქტომბერს რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) ინსტიტუციონალიზაციის რეფორმის მეორე შეფასებითი საჯარო-კერძო დიალოგი ჩატარდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ რეფორმის დაინტერესებული მხარეები სამთავრობო უწყებებიდან, სამოქალაქო ორგანიზაციებიდან, ასევე RIA-ს ინდივიდუალური ექსპერტები. დამსწრეებმა შეაჯამეს რეფორმის პროგრესი და ისაუბრეს რეფორმის სფეროში არსებული გამოწვევების დაძლევის გზებზე.


ბმული

bottom of page