top of page

რეგულირების ზეგავლენის შეფასება ILO-ს 183-ე კონვენცია დედობის დაცვის შესახებ

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი

2021

ILO-ის მიერ შემუშავებული დედობის დაცვის კონვენცია, 2000 (ნ. C183) ხელს უწყობს „სამუშაო ძალაში ყველა ქალის თანაბარ მონაწილეობას და დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვას“. კონვენცია იმ მინიმალურ სტანდარტებს ადგენს, რომელთა დანერგვაც საჭიროა ორსული ქალებისა დადასაქმებული დედების ადეკვატურად დასაცავად შრომის ბაზარზე. C183-ის რატიფიკაცია მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება საქართველოს კანონმდებლობის ფისკალურად მდგრადი გზით საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანისკენ, მშრომელი დედების უფლებების ხელშეწყობისკენ, დედათა და ბავშვთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფისა და შრომის ბაზარზე არსებული გენდერული უთანასწორობების აღმოფხვრისკენ.


აღნიშნული დოკუმენტი მოიცავს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) C183 კონვენციის დედობის დაცვის შესახებ რეგულირების გავლენის შეფასებას. კვლევის თანახმად, გამოიკვეთა ორი ძირითადი პრობლემა: (1) საქართველოს შრომითი კანონმდებლობა, მათ შორის განახლებული LLCG, არ უზრუნველყოფს დედას და მის შვილს საკმარისი კომპენსაციით დედობის ანაზღაურებადი შვებულების პერიოდში (LLCG-ის მიხედვით 183 დღე). დედობის შვებულების კომპენსაცია 1.5 ზრდასრულის ეკვივალენტი საარსებო მინიმუმის მხოლოდ 65%-ს შეადგენს, 6 თვისგანმავლობაში. (2) დედობის შვებულების არათანაბარი გამოყენება დასაქმებულთა სხვადასხვა ჯგუფის მიერ. ეს სხვაობა განსაკუთრებით დიდია საჯარო დაარასაჯარო მოხელე ქალებს შორის.


RIA-ის პროცესში დეტალურად იქნა განხილული და გაანალიზებული პოლიტიკის შემდეგი ალტერნატივები: პოლიტიკის ალტერნატივა 0 და 0.1: სტატუსკვო და განახლებული სტატუს-კვო – LLCG, LPS და სხვა შესაბამისი იურიდიული აქტები უცვლელია (პოლიტიკის ალტერნატივა 0: კანონმდებლობა, რომელიც ძალაში იყო 2020 წლის 29 სექტემბრამდე. პოლიტიკის ალტერნატივა 0.1: კანონმდებლობის განახლებული (მოქმედი) ვერსია, რომელიც მიღებულია 2020 წლის 29 სექტემბერს). პოლიტიკის ალტერნატივა 1: ILO-ის კონვენციის ალტერნატივა – მოქმედი კანონმდებლობის ცვლილება, რომლის მიხედვითაც ის დააკმაყოფილებს ILO-ის დედობის დაცვის კონვენციაში მოცემულ მინიმალურ სტანდარტებს. პოლიტიკის ალტერნატივა 2: ალტერნატივა თავსებადია ევროკავშირის დირექტივასთან 2019/1158 მშობლებისა და მეურვეების სამსახურისა და პირადი ცხოვრების ბალანსის შესახებ – მოქმედი კანონმდებლობის ცვლილება, რომლითაც საქართველოში ყველა დასაქმებული თანასწორი გახდება შრომის კანონმდებლობის მიხედვით და ქალისა და მამაკაცის შვებულების ანაზღაურების სქემები შესაბამისობაში იქნება ევროკავშირის შრომის უახლეს კანონმდებლობასთან.


კვლევის შედეგის თანახმად, მე-2 ალტერნატივა მნიშვნელოვნად სჯობს პირველ ალტერნატივას. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ მე-2 ალტერნატივა უფრო მეტად უწყობს ხელს ქვეყნის გრძელვადიანი სოციალური დაეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, გენდერებსა და დასაქმებულთა სხვადასხვა ჯგუფს შორის ეკონომიკური და სოციალური თანასწორობის განვითარების თვალსაზრისით, რაც სახელფასო უთანასწორობის აღმოფხვრასა და დისკრიმინაციული გენდერული ნორმების შეცვლას, ასევე, საჯარო მოხელეებსა და დასაქმებულთა სხვა კატეგორიებს შორის არსებული სხვაობის შემცირებას გულისხმობს.


დოკუმენტის გადმოწერა:

dbf72900-21fa-11ec-9ab4-e99542922611
.pdf
Download PDF • 1.68MB

bottom of page