top of page

რეგულირების ზეგავლენის შეფასება - ILO-ს 156-ე კონვენცია საოჯახო პასუხისმგებლობების მქონე დასაქმებულების შესახებ

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი

2022

წინამდებარე RIA-ში დეტალურადაა შეჯამებული 156-ე კონვენციის შინაარსი, ასევე რელევანტური კანონმდებლობის ხარვეზები, საკითხთან დაკავშირებული საერთაშორისო და ადგილობრივი ლიტერატურა. ამ ანალიზის საფუძველზე, გამოვლენილია პოტენციური პოლიტიკის ქმედებები, რომლებიც უნდა განხორციელდეს იმისთვის, რომ საქართველო მზად იყოს კონვენციის რატიფიცირებისთვის. ამ ანგარიშის თანახმად, „RIA-ს გუნდმა გაეროს ქალთა ორგანიზაციის თანამშრომელთან ერთად, 2020 წლის თებერვალში სამმხრივ სამუშაო ჯგუფს წარუდგინა მოსამზადებელი სამუშაოების მოკლე შინაარსი და პოტენციური პოლიტიკის ვარიანტები, როგორც RIA-ს თემები. სამმხრივი სამუშაო ჯგუფის წევრებმა განიხილეს ოთხივე თემა და თავდაპირველად გადაწყვიტეს მესამე თემის არჩევა - ოჯახური პასუხისმგებლობის მქონე დასაქმებულთა საჭიროებების ინტეგრირება სათემო დაგეგმარებისა და პროფესიული განათლების მეშვეობით - როგორც სასურველი RIA, რომელიც გვთავაზობს აქცენტის გაკეთებას თემის დაგეგმვაზე და სათემო სერვისების მიწოდებაზე. ამ ასპექტის ანალიზი ჩართულია ანგარიშის I ნაწილში. 2020 წლის სექტემბერში, საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანის შემდეგ განხილვისას, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა პოტენციური ზემოქმედების შეფასების ინტერესი გამოთქვეს, რომელიც ეხება სამუშაოების მოქნილობასთან დაკავშირებული დამატებითი დებულებების შემოღებას. ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ISET-ის პოლიტიკის ინსტიტუტმა შეიმუშავა ამ ანგარიშის II ნაწილი. II ნაწილი წარმოადგენს RIA-ს პოტენციურ ვარიანტებს მოქნილ სამუშაო მოწყობასთან დაკავშირებული პრობლემების გადასაჭრელად, რომლებიც ჯერ კიდევ არსებობს ქართულ კონტექსტში.

 

წინამდებარე დოკუმენტში მოცემულია შემუშავებული ანალიზის ორივე ნაწილი.


დოკუმენტის გადმოწერა:


RIA - ILO-ს 156-ე კონვენცია საოჯახო პასუხისმგებლობების მქონე დასაქმებულების შესახებ
.pdf
Download PDF • 3.61MB

bottom of page