top of page

რეგულირების ზეგავლენის შეფასება „თავისუფლებლების აღკვეთის ღონისძიებების ლიბერალიზების შესახებ“

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სამართლის ეროვნული ცენტრი, „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (EWMI/PROLoG) პროგრამა

2018

წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს „თავისუფლების აღკვეთის ღონისძებების ლიბერალიზების შესახებ“ რეგულირების ზეგავლენის შეფასებას (RIA).  დოკუმენტი ყურადღებას ამახვილებს დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების შედეგად გამოკვეთილი პრობლემების მოგვარების მიზნით განსაზღვრულ შემდეგ ალტერნატივებზე:

·        „ალტერნატივა 1 - ,,არაფერი მოიმოქმედო;

·        ალტერნატივა 2 - დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის - სამსახურის შექმნა;

·        ალტერნატივა 3 - დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნა;

·        ალტერნატივა 4 - სამართალდამცავ სტრუქტურაში ცალკე საგამოძიებო სამსახურის შექმნა.“

ამ მიმართულებით ჩატარდა  რაოდენობრივი და ხარისხობრივი ანალიზი. რაოდენობრივად შეფასდა ალტერნატივათა მხოლოდ ფისკალური გავლენა, ხოლო შესაბამისი მონაცემების ნაკლებობის გამო, ანგარიში გაანალიზდა მხოლოდ ხარისხობრივად.

დოკუმენტში წარმოდგენილი ალტერნატივები მრავალკრიტერიუმიანი ანალიზის მეთოდით შედარდა. შეფასდა მიზნის მიღწევის „(ა) ეფექტურობა, (ბ) სოციალური ზეგავლენა, (გ) გარემოზე ზეგავლენა, (დ) განხორციელების შესაძლებლობა.“

„ანალიზის შედეგად გამოვლინდა,რომ ხარჯ-სარგებლის მიხედვით, ყველაზე დიდ ხარჯს (10-წლიან პერიოდში) მე-2 ალტერნატივის - დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის განხორციელება მოითხოვს, ხოლო ყველაზე ნაკლებს - მე-4 ალტერნატივა - სამართალდამცავ სტრუქტურაში ცალკე საგამოძიებო სამსახურის შექმნა. ამასთან, მრავალკრიტერიუმიანი ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ ყველაზე მეტად მე-2 ალტერნატივის - დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის განხორციელებაა მიზანშეწონილი.“


ფაილის გადმოწერა:


43.-regulirebis-gavlenis-shephaseba-praqtikuli-sakhelmdzghvanelo (1)
.pdf
Download PDF • 8.76MB

bottom of page