top of page

რეგულირების გავლენის შეფასება საქართველოს კანონის პროექტზე „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

2016

„მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე 2013 წელს დაიწყო მუშაობა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა. USAID-ის „მმართველობა განვითარებისთვის პროექტის“ ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2016 წელს დაიწყო მუშაობა რეგულირების გავლენის შეფასების დოკუმენტზე.


ანალიზის პირველ ეტაპზე მოხდა პრობლემის და პრობლემის გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირება. დაისახა ამოცანები, რომლის მიზანია სახელმწიფო ინტერვენციის შედეგად მომხმარებლისათვის ზარალის შემცირება იმ სახის დანაკარგებისთვის, რომელიც მან განიცადა იმ საბოლოო სახით მიღებული საქონლისა და მომსახურების მიღებით, რომელიც მას არ სჭირდებოდა. საბაზისო სცენართან მიმართებით განისაზღვრა და შეფასდა ახალი სცენარი (სცენარი 2: კანონპროექტში შეტანილი დებულებების განხორციელება), ასევე შემუშავდა და შეფასდა ალტერნატიული სცენარი (სცენარი 3: მე-2 სცენარის განხორციელება გარკვეული ცვლილებებით - კერძოდ, ადგილზე გაყიდვების ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების არ მიცემა (7 დღე) და ასევე დაშვება, როდესაც ხელშეკრულებაზე უარის თქმა შესაძლებელია იმ კონტრაქტებისთვის, რომლის ღირებულება აღემატება 130 ლარს).


თითოეული სცენარი შეფასდა როგორც ხარისხობრივად, ასევე ხარჯ-სარგებლით. შეფასების საფუძველზე დადგინდა, რომ სცენარი 3 არის რეკომენდებული ვარიანტი, რადგან იგი უზრუნველყოფს მომხმარებელთა უფლებების დაცვას იქ, სადაც ამის ყველაზე მეტი საჭიროებაა (დისტანციური და ქუჩის გაყიდვები). ამგვარად იგი ასრულებს ამოცანას და ნაკლებ ზარალს აყენებს ბიზნესს.


დოკუმენტის გადმოწერა:

ria_final_consumer_protection_moesd_
.pdf
Download PDF • 1.42MB

bottom of page