top of page

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ კანონპროექტის ფარგლებში შერჩეული საკითხების რეგულირების ზეგავლენის შეფასება

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი

2019

ფუნდამენტური კანონი, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ საქართველოს კანონი, რომელიც არეგულირებდა მხარეთა ურთიერთობებს გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას, 2007 წელს შევიდა ძალაში. კანონის 2007 წლის ვერსიაში არაერთი ცვლილება შევიდა, რისი მიზანიც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე მორგება იყო, აღნიშნული კანონმდებლობა და პრაქტიკა ვერ ახერხებდა დაკისრებული ფუნქციის შესრულებას, რაზეც საერთაშორისო რეიტინგები და შეფასებებიც მეტყველებს. 2014 წელს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ (GIZ), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) და მმართველობამ განვითარებისთვის (G4G) შეაფასეს გადახდისუუნარობის რეჟიმი საქართველოში და წარმოადგინეს რეკომენდაციები როგორც კანონმდებლობის, ისე გადახდისუუნარობის ზოგადი სისტემის შეცვლისთვის.


საქართველოს იუსიტიციის სამინისტროსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, GIZ შექმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც დაიწყო მუშაობა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ ახალი კანონის მომზადებაზე. სამუშაო ჯგუფში შედიოდნენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, აღსრულების ეროვნული ბიუროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები, გადახდისუუნარობის საქმეებზე მუშაობის დიდი გამოცდილების მქონე ოთხი გამოჩენილი იურისტი, ინვესტროთა საბჭოს წარმომადგენლები და გერმანელი ექსპერტები, რომელთაც წარმოადგინეს პოლიტიკის შეცვლისთვის საჭირო რეკომენდაციები და რეფორმის ვარიანტი. 2018 წლის ივნისში სამუშაო ჯგუფმა დაასრულა რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ კანონის კანონპროექტზე მუშაობა და დაიწყო კონსულტაციების ეტაპი. კონსულტაციებისთვის მოიწვიეს ის მთავარი დაინტერესებული მხარეები, რომელთაც ეხება წარდგენილი კანონმდებლობა.


აღნიშნული კანონპროექტი, გარკვეული სახეცვლილებით, საქართველოს პარლამენტმა 2020 წელს მიიღო, ხოლო იგი ძალაში 2021 წლის აპრილიდან შევიდა.


კანონის უმთავრესი გამოწვევა გადახდისუუნარობის საკანონმდებლო ჩარჩოს ეფექტიანობის გაუმჯობესებაა, რაც სიცოცხლისუნარიანი საწარმოს გადარჩენის შესაძლებლობების გაზრდითა და მოვალეების აქტივების განაწილების პროცესში სამართლიანობის, გამჭვირვალობისა და განჭვრეტადობის წახალისებით, როდესაც საწარმოს გადარჩენა შეუძლებელია. კანონს ქვემოთ მოცემული ძირითადი მიზნები აქვს:


  1. საწარმოს აქტივების ღირებულების და კრედიტორების სესხის ამოღების დონის გაზრდა;

  2. ეფექტიანობის გაუმჯობესება როგორც არასიცოცხლისუნარიანი ბიზნესების ლიკვიდაციისას, იმ შემთხვევაშიც, როდესაც ლიკვიდაცია კრედიტორებს უფრო მეტ უკუგებას აძლევს, ასევე სიცოცხლისუნარიანი ბიზნესების რეორგანიზაციისას;

  3. ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს გაუმჯობესება.


აღნიშნული რეგულირების შეფასების ფარგლებში განხილულია შემდეგი პოლიტიკის ვარიანტები: 1. „არავითარი პოლიტიკის ცვლილება“, რომლის ფარგლებშიც შეფასების პერიოდში არსებული კანონი არ შეიცვლებოდა. შესაბამისად, უცვლელი დარჩებოდა მის ირგვლივ არსებული ტენდენციებიც. 2. „წარდგენილი პოლიტიკური ჩარევა“, რომელიც აფასებს ასეთი ჩარევის წმინდა სარგებელს (თვისობრივს ან რაოდენობრივს, როცა შესაძლებელია). მე-2 ვარიანტი არის პოლიტიკის სცენარი, რომელშიც კანონპროექტით გათვალისწინებული ყველა დებულება მტკიცდება ისე, როგორც ეს კანონპროექტის ავტორებმა გაითვალისწინეს. ანალიზის თანახმად, ორივე ვარიანტს აქვს გარკვეული უპირატესობები. თუმცა თუ ყველა კრიტერიუმს ერთნაირ წონას მივანიჭებთ მაშინ მე-2 ვარიანტი აშკარად გადაწონის 1-ელ ვარიანტს და უნდა იყოს უპირატესი არჩევანი.


დოკუმენტის გადმოწერა:


RIA - insolvency law
.pdf
Download PDF • 2.32MB


bottom of page