top of page

რადიო მოწყობილობის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის რეგულირების გავლენის შეფასება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

2021

რადიო მოწყობილობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის შემოღება საქართველოში საჭირო გახდა ევროკავშირთან გაფორმებული აოსცირების ხელშეკრულების მიხედვით განსაზღვრული ვალდებულებებიდან გამომდინარე. წარმოდგენილი დოკუმენტი აფასებს რეგულირების ზეგავლენას ხსენებულ პოლიტიკასთან დაკავშირებით. იგი აანალიზებს პოლიტიკის სხვადასხვა ვარიანტს, აფასებს „უნდა იყოს თუ არა ინტეგრირებული უსაფრთხოების სტანდარტული ნოემრბის მინიმალური დონე რადიო აღჭურვილობების დირექტივაში 2014/53/EU (RED); აგრეთვე დოკუმენტი აკვირდება სხვადასხვა პოლიტიკის ალტერნატივასთან დაკავშირებულ ხარჯსა და სარგებელს.


დოკუმენტის თანახმად, "საბაზისო სცენართან მიმართებით შეფასებული იქნა ორი ალტერნატივა. პოლიტიკის პირველი ალტერნატივა ითვალისწინებს რადიო მოწყობილობის ტექნიკური რეგლამენტის მიღებას, რომელიც სრულ შესაბამისობაშია No2014/53/EC დირექტივასთან, ხოლო მეორე ალტერნატივა გულისხმობს ტექნიკური რეგლამენტის არასავალდებულო სახით შემოღებას.


იდენტიფიცირებული პოლიტიკის ვარიანტების ზეგავლენა შედარდა საბაზისო სცენართან. ალტერნატივების ზეგავლენის შეფასების მიზნით, გამოყენებული იქნა სტანდარტული ხარჯების მოდელი, ხოლო თვისებრივი შეფასება მომზადდა მრავალკრიტერიუმიანი ანალიზის საშუალებით. სტანდარტული ხარჯების ანალიზის ნაწილში შეფასდა პირველი ალტერნატივის მოსალოდნელი სარგებელი და დანახარჯი მომდევნო 8 წლის პერიოდში, კერძოდ, 2024-2031 წლებისთვის. ზედამხედველი ორგანოს ადმინისტრაციული მომსახურების წმინდა მიმდინარე ხარჯი 8-წლიან პერიოდში დაახლოებით 952.7 ათას ლარს გაუტოლდება, ხოლო შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს მიერ ლაბორატორიის აკრედიტაციის და ლაბორატორიის მონიტორინგიდან მიღებულ შემოსავალი, ასევე, ზედამხედველი ორგანოში დასაქმებულთა მიერ საშემოსავლო გადასახადიდან მიღებული სარგებელი - 130.2 ათას ლარს. ასევე, შეფასებული იქნა ბიზნესის შესაბამისობის დანახარჯები.


მოცემული კვლევის მრავალკრიტერიუმიანი ანალიზის ნაწილში კი პოლიტიკის ორივე ალტერნატივა შეფასდა ეფექტიანობის, ეკონომიკური, სოციალური, გარემოსდაცვითი და განხორციელების მიხედვით. კრიტერიუმების წონები დადგინდა ანალიტიკური იერარქიის პროცესის (AHP) მეთოდის გამოყენებით. ბოლოს შეჯამდა და ერთმანეთს შედარდა ალტერნატივების ზეგავლენა. თვისებრივი ანალიზის შედეგად, პირველ ალტერნატივას მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს მეორე ალტერნატივასთან შედარებით ეფექტიანობის, სოციალური და გარემოსდაცვითი თვალსაზრისით.“


დოკუმენტის გადმოწერა:

RIA - რადიოაქტიური მოწყობილობების შესახებ დირექტივა
.pdf
Download PDF • 725KB

bottom of page