top of page

მაღალმთიან რეგიონებში ენერგეტიკის განვითარების ხელმისაწვდომობის შემუშავების რეგულირების გავლენის შეფასება

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი

2010

2019 წელს ძალაში შევიდა კანონი ენერგიისა და წყლის მიწოდების შესახებ. კანონის თანახმად, ცენტრალურმა და ადგილობრივმა ხელისუფლებებმა დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციით უნდა შექმნან ისეთი პროგრამები, რომლებიც უზრუნველყოფს მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდებას. კვლევის წარმოების პერიოდში, არ არსებობდა არც გრძელვადიანი და არც ინდივიდუალური სტრატეგიები და არც სპეციალური პოლიტიკა მაღალმთიანი დასახლებებისთვის. კვლევის თანახმად, მნიშვნელოვანი პრობლემა იყო კანონის აღსრულების სისუსტე. ძირითადი პრობლემა იკვეთებოდა სისტემის სისუსტეში, შეეკრიბა გადასახადები. ეს კი იწვევდა რესურსების არაეფექტურ უტილიზაციას.


კვლევის თანახმად, იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს მაღალმთანი რეგიონების მაცხოვრებლებისთვის თანამედროვე, ხელმისაწვდომი ენერგიის მიწოდების უზრუნველყოფა, სახელმწიფოს მთავარი მიზნები უნდა იყოს: 1. მთიანი რეგიონების ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფა, 2. მთიანი რეგიონების მაცხოვრებლებისთვის ხელმისაწვდომი ენერგიის უზრუნველყოფა, 3. უზრუნველყოფილ იქნეს ეკოლოგიური მდგრადობა და CO2-ის შემცირებული გამოყოფა, 4. უზრუნველყოფილი იყოს პროგრამის შესაბამისობა ევროკავშირის დირექტივებთან და მდგრადი განვითარების 2030 წლის მიზნებძთან.


კვლევა განიხილავს სტატუს-ქვოსა და პოლიტიკის 2 ალტერნატივას: 1. გრანტების მიწოდება და საპროცენტო განაკვეთის სუბისიდირება მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები შინამეურნეობებისთვის, 2. ერთიანი თანხის მიწოდება. RIA-ს თანახმად, ორივე პოლიტიკის ალტერნატივა ტოლფასია თავისი ეფექტით. საბოლოო არჩევანი დამოკიდებულია დახმარების იმ რაოდენობაზე, რომელიც სახელმწიფოს სურს, გაუწიოს შინამეურნეობებს.


დოკუმენტის გადმოწერა:

2589cb50-25d0-11ec-8528-f190509b79b7
.pdf
Download PDF • 1.66MB

bottom of page