top of page

კაპიტალის ქრაუდფანდინგის რეგულირების ზეგავლენის შეფასება

USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა

2021

საქართველოში ბიზნეს კრედიტებზე არსებულ მოთხოვნას, ძირითადად, ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები აკმაყოფილებენ. ადგილობრივი კაპიტალის ბაზარი მნიშვნელოვნად განუვითარებელია. ამ მდგომარეობის ფონზე, საქართველოში გადაწყვეტილების მიმღებებს შესაძლებლობა აქვთ ხელი შეუწყონ მცირე და საშუალო საწარმოებში ინვესტიციების ნაკადის ზრდას კაპიტალის ქრაუდფანდინგის პოლიტიკის განხორციელების გზით. იქიდან გამომდინარე, ფასიანი ქაღალდების ბაზარი საქართველოში დეფიციტურია, კერძო კაპიტალის დიდი დოზით შემოდინება ფულადი გზავნილების საშუალებით ხდება, და, ამასთან, ბიზნესებს კაპიტალის მაღალი საჭიროება გააჩნიათ, ქრაუდფანდინგს აქვს პოტენციალი მოიზიდოს დამატებითი კაპიტალი და ქვეყნის შიგნით კაპიტალის ბაზარი განავითაროს.


სხვა ბაზრების, განსაკუთრებით კი ევროკავშირის ბაზრების, შესწავლის შედეგად თავლნათლივ ჩანს, რომ ქვეყნის რეგულაციური ჩარჩო მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბააზრის განვითარებაზე. გარდა ამისა, ცხადია, რომ პოლიტიკური ნება არსებითია ინვესტიციების ალტერნატიული ბაზრების განსავითარებლად, მათ შორის კაპიტალის ქრაუდფანდინგის განსავითარებლად.


ჩატარებული ხარჯთ-სარგებლის ანალიზი აჩვენებს, რომ კონსერვატიული გათვლების პირობებშიც კი, კაპიტალის ქრაუდფანდინგის განვითარებიდან მიღებული ეკონომიკური სარგებელი არსებითად მაღალია. ეროვნული ბანკიდან მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, მოქალაქეები, ბიზნესები, ინვესტორები და მთავრობა აღნიშნული ინსტრუმენტის განვითარების შემთხვევაში საგრძნობლად იხეირებენ. დამატებითი არასასურველი ნეგატიური გავლენები კი დაბალი უნდა იყოს. სარგებლისა და დანახარჯების შედარებისას ცხადია, რომ სარგებელი მნიშვნელოვნად აჭარბებს დანახარჯს. საუკეთესო სცენარის განხილვისას ვლინდება, რომ წმინდა სარგებელი 2031 წლისთვის 400 მლნ დოლარს გადააჭარბებს.


დოკუმენტის გადმოწერა:


RIA - equity crowdfunding
.pdf
Download PDF • 994KB

bottom of page