top of page

ირიგაციის/დრენაჟის ტარიფის მეთოდოლოგიის რეგულირების ზეგავლენის შეფასება

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი

2016

სოფლის მეურნების სექტორი საქართველოში ხასიათდება დაბალი პროდუქტიულობით და წილით მთლიან შიდა პროდუქტში. ამ პრობლემებს რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს: ირიგაციისა და დრენაჟის სერვისების დაბალი ხარისხი და მცირე რაოდენობა; ფერმერების მიერ წყლის რესურსების არაეფექტური გამოყენება; მიწის ბაზრის არარსებობა და სხვა. აშკარაა, რომ გამართული მელიორაციის სერვისები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სოფლის მეურნეობაში პროდუქტიულობას.


რამდენიმე ფაქტორი ხელს უშლის საქართველოს მელიორაციის გამართულობას. მათ შორისაა დაზიანებული ინფრასტრუქტურა, ფერმერების მიერ წყლის რესურსების არაეფექტური გამოყენება და არასაკმარისი ინვესტიციები ინფრასტრუქტურის განსავითარებლად. პრობლემებს კიდევ უფრო აღრმავებს რეგულაციების ჩარჩოს არარსებობა, წყლის ტარიფის სისტემა და ფერმერების დამოკიდებულება წყლის გადასახადის მიმართ. წყლის გამოყენების ეფექტურობის გაზრდა ირიგაციისთვის უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება სოფლის მეურნეობისთვის.


კვლევის თანახმად, სატარიფო მეთოდოლოგიები აუცილებელია, კონცენტრირებული იყოს ხარჯების ამოღებასა და წყლის მოთხოვნის მართვაზე წყლის რესურსების ეფექტური განაწილებისთვის. რეგულირების გავლენის შეფასებისთვის კვლევამ შეადარა ერთმანეთს პოლიტიკის რამდენიმე ალტერნატივა:


  • სტატუს-ქვო: სახელმწიფოს არ შემოაქვს ტარიფის ახალი მეთოდოლოგია. სახელმწიფო თვითონ ახორციელებს ინვესტიციებს ირიგაციისა და დრენაჟის სისტემებში წყლის მიწოდების ინფრასტრუქტურაში ინვესტირების გარეშე. საქართველოს მელიორაციას სახელმწიფო ასუბსიდირებს, ვინაიდან არსებული ტარიფის პირობებში კომპანიას არ შეუძლია დანახარჯების სრულად ამოღება.

  • მე-2 ვარიანტი: სახელმწიფოს შემოაქვს ტარიფის ახალი ორ კომპონენტიანი სისტემა ქვედა ზღვრით, რაც ხელს უწყობს კომპანიის ხარჯების ამოღებას. პირველი კომპონენტია სერვისის გადასახადი, ხოლო მეორეს იხდის სასოფლო-სამეურნეო მიწის ყველა მფლობელი, ვის მიწასაც გააჩნია წვდომა მელიორაციის სისტემაზე. სახელმწიფო ახორციელებს ინვესტიციებს ირიგაციასა და წყლის რესურსების მიწოდების ინფრასტრუქტურაში.

  • მე-3 ვარიანტი: სახელმწიფოს შემოაქვს სამ კომპონენტიანი ტარიფის მოდელი ზედა ზღვრით. პირველი ორი კომპონენტი იდენტურია მე-2 ვარიანტში განხილული ტარიფისა, ხოლო მესამე ვარიანტი საშუალებას აძლევს კომპანიას, მიიღოს 8.1%-იანი უკუგება კაპიტალზე. არსებობს სუბსიდიების გარკვეული ვარიანტები, ხოლო ინვესტიციების მოცულობა იგივეა, რაც მე-2 ვარიანტში.


სამივე ვარიანტის შედარებითი ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ თითოეულ ალტერნატივას აქვს თავისი ბენეფიტები და უარყოფითი მხარეები, ვინაიდან რეფორმის პირობებში გასათვალისწინებელია მრავალი კრიტერიუმი.


დოკუმენტის გადმოწერა:

7f4b8c80-2760-11ec-8090-e5fb884b6857
.pdf
Download PDF • 1.40MB


bottom of page