top of page

ელექტროენერგიით ვაჭრობის მექანიზმის რეგულირების გავლენის შეფასება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

2018

წინამდებარე რეგულირების ზეგავლენის შეფასება აკვირდება ელექტროენერგიით ვაჭრობის მექანიზმის დანერგვას. დოკუმენტი ორ ალტერნატივას აანალიზებს, საბაზისო სცენარი და შეცვლილი ელექტროენერგიით ვაჭრობის მექანიზმი - ETM. პირველი ვარიანტი ახასიათებს მიმდინარე სცენარს, სტატუს კვოს და იძლევა მისი გავლენის ანალიზს მოკლე და გრძელვადიან პერიოდებში. მეორე ვარიანტია მოდიფიცირებული ETM, რომელიც ეხება არსებული ბაზრის სცენარის მოდიფიკაციას და აფასებს ხარჯ-სარგებელს მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივაში.


შედეგები მიუთითებს, რომ რეფორმა სავარაუდოდ გამოიწვევს NPV-ის ზრდას საბაზისო სცენართან მიმართებაში, 10 წლის განმავლობაში. 0-ოვან ვარიანტთან შედარებით, მოდიფიცირებული ETM ვარიანტი (ვარიანტი 1) იღებს ძალიან დადებით შეფასებას (სამი პლუსი) ეფექტურობის კრიტერიუმ 1-ის ყველა ქვემიზანთან მიმართებაში. უზრუნველყოფს ელექტროენერგიის ბაზრის ღიაობას, კონკურენტუნარიანობას და შეესაბამება ევროკავშირის კონკურენტული ბაზრის პრინციპებს. გარდა ამისა, მოდიფიცირებული ETM-ის ვარიანტმა ასევე მიიღო ძალიან დადებითი შეფასება (სამი პლიუსი) ეფექტურობის კრიტერიუმ 2-თან მიმართებაში, რადგან ის შეესაბამება მის ყველა ქვემიზანს.


ანალიზის მიხედვით, მოდიფიცირებული ETM-ის მოსალოდნელი შედეგები, ბევრად უფრო შეესაბამება რეფორმის მიზნებს, ვიდრე საბაზისო სცენარის. ამ მიზეზით, პროექტის ჯგუფის რეკომენდაცია არის რეფორმის განხორციელება, მოდიფიცირებული ETM-ის საფუძველზე.


დოკუმენტის გადმოწერა:

RIA - ელექტროენერგიით ვაჭრობის მექანიზმი
.pdf
Download PDF • 1.51MB

bottom of page