top of page

დაზღვევის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა

2022

წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების რეგულირების ზეგავლენის შეფასებას (RIA). წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით, მზღვეველებისთვის სავალდებულო იქნება აქტუარის ყოლა. აღნიშნული რეგულირების მოთხოვნა გაჩნდა ადგილობრივი სადაზღვევო ბაზრის განვითარებისა და ევროპასთან კანონმდებლობის ჰარმონიზების პროცესის ფონზე.


დოკუმენტის მიხედვით, „აქტუარული ფუნქცია ფართოდ არის დანერგილი საერთაშორისო პრაქტიკაში და მზღვეველის გადახდისუნარიანობის და ფინანსური სტაბილურობის საფუძველია. საქართველოს სადაზღვევო სექტორში, დღეის მდგომარეობით, შეინიშნება მზღვეველთა არაერთგვაროვანი მიდგომა აქტუარების მიერ შესრულებული, მტკიცებულებებზე დაფუძნებული გათვლების გამოყენების საკითხის მიმართ. რეალურად, მხოლოდ რამდენიმე კომპანია სარგებლობს აქტუარის მომსახურებით და არ არიან დამოკიდებული მხოლოდ გადამზღვეველის მიერ მოწოდებულ ან მზღვეველის საკუთარ და ბაზარზე არსებული ისტორიული გამოცდილების საფუძველზე განხორციელებულ მარტივ გათვლებზე, რაც არ ითვალისწინებს მომავალში შესაძლო ცვლილებებს, განუსაზღვრელობას და რისკზე მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე მოვლენებს.“


წარმოდგენილი რეგულირების ზეგავლენის შეფასება განიხილავს პოლიტიკის რამდენიმე ალტერნატივას - უმქომედობის სცენარს, აქტუარების ყოლის ვალდებულების შემოღების სცენარს (ალტერნატივა 1) და, ასევე, აქტუარების ყოლის ვალდებულების შემოღების სცენარს სახელმწიფოს მიერ აქტუარების პროფესიული გადამზადების ხელშეწყობის ფონზე (ალტერნატივა 1+). წარმოდგენილი ალტერნატივები შეფასებულია მრავალკრიტერიუმიანი ანალიზის შედეგად. გარდა ამისა, კვლევაში გამოყენებულია რაოდენობრივი ანალიზი და შერჩეული ალტერნატივები შეფასებულია ხარჯების ჭრილში, რაც აჩვენებს, რომ არც ერთი ალტერნატივის განხორციელება არ არის დაკავშირებული დიდ ხარჯებთან.


ავტორთა თანახმად, „მართალია, ალტერნატივა 1 და 1+, ორივე ემსახურება რეფორმის მიზნებს, მაგრამ ალტერნატივა 1+ შემთხვევაში, უკეთ ხდება მათი მიღწევა; ამიტომ, ალტერნატივა 1+ უპირატესობა მიენიჭა ალტერნატივა 1-თან შედარებით“.


დოკუმენტის გადმოწერა:


RIA - დაზღვევის შესახებ კანონში ცვლილებების შესახებ
.pdf
Download PDF • 1.07MB

bottom of page