top of page

დავების განხილვის საბჭო - რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიში

PMC კვლევითი ჯგუფი

2022

აღნიშნული დოკუმენტი აფასებს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს რეფორმირების შესაძლო ალტერნატივების შედეგებს. დავების განხილვის საბჭოს რეფორმირება მიჩნეულია, როგორც აუცილებელი ნაბიჯი საქართველოს საგადასახადო სისტემის ხარისხობრივი გაუმჯობესებისთვის, რათა დაფუძნდეს სრულიად დამოუკიდებელი და კომპეტენტური დავების განმხილველი ორგანო, რომელიც იქნება ეფექტიანი და სამართლიანი.


ანგარიშის მიხედვით,  „დავების საბჭოს გააჩნია მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები საგადასახადო დავების განხილვის დროულობის, საბჭოსადმი ნდობისა და გადაწყვეტილებების ხარისხის თვალსაზრისით. არსებული გამოწვევები, რომლებიც უარყოფით გავლენას ახდენს დავების საბჭოს ეფექტიანობაზე, რაც თავის მხრივ, იწვევს რიგს პრობლემებისა - მათ შორის, ამცირებს საგადასახადო განსაზღვრულობას, რაც უარყოფითად აისახება საბჭოს მიმართ ნდობაზე, ბიზნესის განწყობასა და, ზოგადად, ქვეყნის საინვესტიციო გარემოზე და წარმოშობს საგადასახადო დავის წარმოებასთან დაკავშირებულ ზედმეტი ხარჯს (იურიდიული, ბუღალტრული, საკონსულტაციო მომსახურების ხარჯი და სხვა).

რეფორმის ძირითადი მიზანია ავტორიტეტული ორგანოს შექმნა, რომელიც დროულად, დამოუკიდებლად და პროფესიონალურად განიხილავს საგადასახადო დავებს. ავტორიტეტული დავის განმხილველი ორგანოს შესაქმნელად საჭიროა, დავების სწრაფი, მიუკერძოებელი და ხარისხიანი გადაწყვეტა.

კვლევის ფარგლებში დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციის, პრობლემების ანალიზის და მიზნების განსაზღვრის შედეგად შერჩეულ იქნა პოლიტიკის 3 ალტერნატივა:


  • I ალტერნატივა - საბაზისო სცენარი, რომელიც დავების საბჭოს არსებული მოდელის უცვლელად შენარჩუნებას გულისხმობს

  • II ალტერნატივა - არსებული საბჭოს მოდელის ფარგლებში წევრების სრული განაკვეთით დანიშვნა

  • III ალტერნატივა - საგადასახადო დავების განხილვის დამოუკიდებელი საბჭოს შექმნა


კვლევის ფარგლებში მიმოხილული პოლიტიკის ალტერნატივების ზეგავლენა შესწავლილია ეკონომიკურ, სოციალურ ასპექტში და საჯარო ფინანსებთან მიმართებით როგორც რაოდენობრივად, ისე ხარისხობრივად. ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ საუკეთესო ალტერნატივაა დავების განხილვის დამოუკიდებელი საბჭოს შექმნა.


დოკუმენტის გადმოწერა:


RIA - დავების განმხილველი საბჭო
.pdf
Download PDF • 6.08MB

bottom of page