top of page

გენდერული ზეგავლენის შეფასების მეთოდოლოგია

ანამარია გოლემაკ პაუელი, მაკა ჭითანავა, ნათია წიქვაძე, ნესტან გაფრინდაშვილი, დავით კეშელავა, მარიამ ლობჯანიძე

2021

გენდერული ზეგავლენის შეფასება (GIA) არის თანასწორობის ინსტრუმენტი, რომელიც ახდენს სხვადასხვა პოლიტიკის, პროგრამისა და მომსახურების გენდერული ზეგავლენის შეფასებას. GIA უზრუნველყოფს ტექნიკურ ცოდნას, იმისათვის რომ გააძლიეროს საჯარო სექტორის, კვლევითი (ე.წ. think tanks) და საერთაშორისო განვითარების ორგანიზაციები, რათა მათ შეეძლოთ როგორც გენდერზე მორგებული, ასევე სამართლიანი პროგრამების შექმნა.


ეს მეთოდოლოგია ნათელს ჰფენს იმ კონცეფციას, რომელიც საფუძვლად უდევს GIA-ს და პრაქტიკაში მისი გამოყენებისათვის საჭირო ინფორმაციას აწვდის მომხმარებელს. ის შექმნილია სამთავრობო პირების, პოლიტიკის შემქმნელების, პრაქტიკოსების, ტრენერების, საერთაშორისო დონორი საზოგადოების დასახმარებლად და ასევე მათთვის, ვინც დაინტერესებულია ამ, ერთი მხრივ, დინამიკურ, ხოლო, მეორე მხრივ, განვითარებად სფეროში გენდერული საკითხების ჩართვით რომელიმე პოლიტიკის, კანონის, საკანონმდებლო ინიციატივის, აქტივობის, ანპროგრამის დაგეგმვის, განხორციელების, მონიტორინგისა ან/ და შეფასების ეტაპებზე. უფრო კონკრეტულად კი, ეს მეთოდოლოგია შეიძლება გამოყენებული იყოს, როგორც პოლიტიკის შემქმნელების გასაძლიერებლად საჭირო ორიენტირი. ეს კი, თავის მხრივ, განაპირობებს გენდერული ზემოქმედების შეფასებას საკანონმდებლო ინიციატივებზე, პროგრამებსა დააქტივობებზე, რათა აღნიშნული მეთოდოლოგიის განხორციელებამდე უზრუნველყოფილი იყოს მისი პოტენციური ზეგავლენის საფუძვლიანი ანალიზი ქალებსა და კაცებზე, გოგონებსა და ბიჭებზე.


მეთოდოლოგია მარტივადაა აგებული. ის მკითხველს აწვდის საჭირო ცოდნასა და ინსტრუმენტებს იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს პოლიტიკასთან, აქტივობებთან, პროგრამებთან, პროექტებთან ან მომსახურებასთან დაკავშირებული გენდერული სენსიტიურობა. სახელმძღვანელო რამდენიმე ნაწილადაა დაყოფილი: ნაწილი 1. წარმოადგენს GIA-ს განსაზღვრებას, მის მნიშვნელოვნებას, ასევე რა წვლილის შეტანა შეუძლია მას უკეთესი პოლიტიკის შექმნასა და გენდერის ძირითადი კურსის დამკვიდრებაში. ის აგრეთვე წარმოადგენს მტკიცებულებებზე დამყარებულ კავშირს ქვეყანაში არსებული სხვადასხვა პოლიტიკასა და გენდერის ძირითად კურსს შორის, კერძოდ, კი რეგულირების გავლენის შეფასებისა (RIA) და გენდერზე მორგებულ ბიუჯეტირებას შორის (GRB). ნაწილი 2. არის GIA-სპროცესის დეტალური, ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილი სახელმძღვანელო, სადაც წარმოდგენილია GIA-ს სამი ეტაპისა (გენდერის შესაბამისობის, გენდერის ზეგავლენისა დაგენდერული თანასწორობის შეფასებები) და მათი შესაბამისი ნაბიჯების დეტალური აღწერა, ასევე მასთან დაკავშირებული ძირითადი, საყურადღებო საკითხები. ეს ნაწილი გაჯერებულია საქართველოს შემთხვევების განხილვებითა და შესაბამისი მაგალითებით. ნაწილი 3. კი წარმოადგენს GIA-ს პრაქტიკულ საკითხებს - პროექტის ვადებს, კონსულტაციებსა და მონაცემთა შეგროვების პროცესს.


დოკუმენტის გადმოწერა:


bottom of page