top of page

"სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირების, სურსათის შეწირულობის შესახებ’’ კანონპროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასება"

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია ( FAO)

2022

,,სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირების, სურსათის შეწირულობის შესახებ’’კანონპროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) განხორციელების ინიცირება გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) გააკეთა. კანონპროექტი მომზადებულია საქართველოს პარლამენტის აგრარული საკითხების კომიტეტის მიერ. აღნიშნული კომიტეტის მხარდაჭერის მიზნით, FAO-მ რეგულირების ზეგავლენის შეფასება დაუკვეთა ISET-ის კვლევით ინსტიტუტს და სთხოვა სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირების შესახებ კანონპროექტში სურსათის შეწირულობასთან დაკავშირებული ასპექტების შესწავლა. წარმოდგენილი რეგულირების ზეგავლენის შეფასება განიხილავს 4 შესაძლო პოლიტიკის ალტერნატივას. ეს ალტერნატივებია:


  • ალტერნატივა 0 (სტატუს ქვო) - არაფერი იცვლება და ნარჩუნდება მიმდინარე მდგომარეობა;

  • ალტერნატივა 1 – საგადასახადო შეღავათები და მხარდაჭერის სხვა ღონისძიებები სურსათის ნარჩენების შესამცირებლად;

  • ალტერნატივა 2 – საგადასახადო შეღავათები სურსათის ნარჩენების შესამცირებლად;

  • ალტერნატივა 3 – სურსათის შეწირულობა მუნიციპალიტეტების დახმარებით, სურსათის ნარჩენების შესამცირებლად


რეგულირების ზეგავლენის შეფასებაში ეს ალტერნატივები შეფასებულია მრავაკლრიტერიუმიანი ანალიზის საფუძველზე. აღნიშნული შეფასების შედეგად დადგინდა, რომ ალტერნატივა 1 სხვებთან შედარებით უპირატესია, რადგან იგი ასოცირდება ყველაზე მაღალ მონეტარულ და არამონეტარულ სარგებელთან.


დოკუმენტის გადმოწერა:


RIA - სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების კანონპროექტი
.pdf
Download PDF • 2.27MB

 

bottom of page