top of page

შიდა ვიზიტორების კვლევა - 2021

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

2021

კვლევის თანახმად, 2021 წლისთვის ჯამურმა ვიზიტებმა 16.9 მილიონი შეადგინა და წინა წელთან შედარებით 35.8%-იანი ზრდა დააფიქსირა. ჯამური ვიზიტების 41.8%-ზე თბილისზე მოდის. 2021 წლისთვის ვიზიტების მიზნობრიობაში ყველაზე დიდი წვლილი აქვს მეგობრებისა და ნათესავების მონახულებას - 46.9%, სახლის მონახულებას - 15.9%, შოპინგს - 13.2%, მკურნალობა, გაჯანსაღებას - 8.9% და დასვენება, გართობა, რეკრეაციას - 8.1%.


აღნიშნულ პერიოდში შიდა ვიზიტორებისთვის ყველაზე პოპულარული აქტივობა მეგობრების და ნათესავების მონახულება, შოპინგი და ადგილობრივი სამზარეულოსა და ღვინის დაგემოვნება იყო. რაც შეეხება ვიზიტების განაწილებას რეგიონების მიხედვით, ვიზიტების უმრავლესობა თბილისში - 21.2%, იმერეთსა - 17.1% და აჭარაში - 11.6% განხორციელდა.


2021 წლისთვის შიდა ვიზიტორების დანახარჯებმა 2.7 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც ერთ ვიზიტზე საშუალოდ 160.1 ლარს შეადგენდა. დანახარჯების 35% მოდის შოპინგზე, 24.2% საკვებსა და სასმელზე, 20.7% ტრანსპორტზე, 4.7% განთავსებაზე, 0.7% რეკრეაცია, კულტურულ და სპორტულ აქტივობებზე, ხოლო 14.7% სხვა დანახარჯებზე.


დოკუმენტის გადმოწერა:



ამ პლატფორმის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მიერ, USAID-ის მეშვეობით გაწეული დახმარების შედეგად, პროექტ MediaTOR-ის ფარგლებში. აღნიშნული პროექტი ხორციელდება ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და Internews საქართველოს მიერ, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით. პლატფორმის ავტორთა მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს USAID-ის ან აშშ-ს მთავრობის პოზიციას.

Logo_combined_GE.PNG
2560px-Policy_institute_logo_black_svg.svg.png
internews.png
back 01.png

თბილისი, 0108, ზანდუკელის ქ. 16

+995 322 507 177

bottom of page