top of page

საქართველოს ეკოტურიზმის სტრატეგია 2020-2030

ქრისტიან ბაუმგართნერი ლელა ხარატიშვილის მხარდაჭერით

2020

საქართველოს ეკოტურიზმის სტრატეგია შედგება ბაზისური სცენარისა და ბაზრის ანალიზის ნაწილებისგან და შესაბამისობაშია საქართველოს ტურიზმის ეროვნულ სტრატეგიასთან (2025). კვლევაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტომ, ბიზნესის და არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლებმა და სხვებმა.

სტრატეგიის თანახმად, 2030 წლისთვის საქართველო უნდა იქცეს „...წამყვან ეკოტურისტულ ქვეყნად კავაკსიის რეგიონში და უზრუნველყოს მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდება ოთხივე ეკოტურისტული სეზონის განმავლობაში.“ ბაზრის კვლევამ აჩვენა პერსპექტიული ჯგუფები საქართველოში ეკოტურიზმის განვითარებისთვის. მათ შორის: ახალგაზრდა და ზრდასრული მარტოხელები და წყვილები, რომელთა აქტივობების სფეროს განეკუთვნება სალაშქრო და რეკრეაციული აქტივობები; ოჯახი ბავშვებით, რომელთაც შედარებით მაღალი დონის კომფორტის მოთხოვნა აქვთ და საჭიროებენ საგანმანათლებლო ტურებს, მოწესრიგებულ სასტუმრო ინფრასტრუქტურასა და ადგილობრივი ორგანული პროდუქტების მიწოდების ჯაჭვებს.

სტრატეგიით ასევე წარმოდგენილია „...2021-2023 წლებში გასატარებელი ღონისძიებების სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავს ისეთ აქტივობებს, როგორიცაა: ისტორიულ-კულტურული და ეკოლოგიური რესურსების ინვენტარიზაცია, ტურისტულად საინტერესო ეკო-მარშრუტების შემუშავება, მარკირება და ინფრასტრუქტურული გამართვა ეროვნულ პარკებში, კურორტებსა და რეკრეაციულ სივრცეებში, მიწოდების ჯაჭვების გამართვა, ადგილორბრივი თემის ჩაბმა და ა.შ.“



დოკუმენტის გადმოწერა:

საქართველოს-ეკოტურიზმის-სტრატეგია-2020-2030
.pdf
Download PDF • 2.56MB

bottom of page