top of page

საქართველო: ახალი შესაძლებლობები ქართული ფირმებისთვის ტურიზმის ღირებულებით ჯაჭვში

მსოფლიო ბანკი

2020

მსოფლიო ბანკის კვლევა აფასებს ახალ შესაძლებლობებს ქართული ფირმებისთვის ტურიზმის ღირებულებათა ჯაჭვში. იგი გამოყოფს რამდენიმე მიმართულებას, რომელთა მხრივ განვითარებაც წარმატების მომტანი იქნება როგორც ქართული ფირმებისთვის, ისე მთლიანად ინდუსტრიისთვის.


პირველ რიგში, კვლევა გამოყოფს საქართველოს მცდელობას, მოიზიდოს მაღალი გადახდის უნარის მქონე ტურისტები საქართველოში. ამისთვის, სახელმწიფო მნიშვენლოვან ინვესტიციებს დებს ინფრასტრუქტურაში და ქვეყნის ტურისტული პოტენციალის მარკეტინგში. ვინაიდან, მსოფლიო ბაზარზე იცვლება ტურისტების გემოვნება და მოთხოვნები, შესაბამისად, იცვლება ის სერვისები, რომლებიც მათთვის არის შესათავაზებელი. ამიტომ მნიშნველოვანია, გაანალიზდეს ის შესაძლებლობები, რასაც ცვლილებები იძლევა ქართული ფირმებისთვის და ასევე ის რეფორმები, რომელთაც შეუძლია ხელი შეუწყოს ქართული ტურიზმის კონკურენტუნარიანობის ზრდას.


მნიშვნელოვანია, ქართული ტურიზმი, გარდა ტრადიციული საქმიანობისა, კონცენტრირდეს მაღალი დამატებითი ღირებულების მქონე აქტივობებზე, როგორებიცაა ონლაინ ინტერაქცია სოციალური ქსელებისა და ონლაინ-პლატფორმების მეშვეობით. ასევე აუცილებელია ტურისტული საინფორმაციო ცენტრების, გზამკვლევების და ონლაინ სერვისების (GPS და რუკები) გამოყენება, რათა ტურისტებისთვის მოგზაურობა მეტად კომფორტული გახდეს.


საქართველოს მნიშვენლოვანი პოტენციალი აქვს, მოიზიდოს მაღალი გადახდის უნარის მქონე ტურისტები ღვინოსა და გასტროტურიზმზე კონცენტირებით. უფრო კონკრეტულად, აქცენტის გაკეთება საჭიროა ღვინისა და გასტრონომიის ისტორიაზე, უნიკალურობასა და ღვინის წარმოების უნიკალურ მეთოდებზე. მაღალ სეგმენტზე გასვლა შესაძლებელია ასევე სათავგადასავლო ტურიზმის განვითარებით. კვლევის თანახმად, მიუხედავად მაღალი დაინტერესებისა, სტაბილური და კომფორტული სერვისების მიწოდებისთვის მნიშვენლოვანია ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და უსაფრთხოების სტანდარტების გაზრდა, რათა თითოეული ვიზიტორი დაცული იყოს ინციდენტებისგან.


დოკუმენტის გადმოწერა:

Georgia-Beyond-Arrivals-Emerging-Opportunities-for-Georgian-Firms-in-Tourism-Value-Chains
.pdf
Download PDF • 10.90MB

bottom of page