საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI)
2021
დოკუმენტის თანახმად, საანგარიშო პერიოდში „სახელმწიფო უწყებებმა სატრანსპორტო საქონლისა და მომსახურების შესყიდვის მიზნით 6,200-მდე კონტრაქტი გააფორმეს გამარტივებული გზით. აღნიშნული კონტრაქტების ჯამური ღირებულება 43 მლნ ლარამდეა. ამ მხრივ ყველაზე მეტი თანხა „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ (16.2 მლნ ლარი) და “ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ“ (4.3 მლნ ლარი) დახარჯეს. გამარტივებული შესყიდვის გზით გაფორმებული 43 მლნ ლარის კონტრაქტებიდან 21.3 მლნ ლარი 27 კომპანიასა და 2 ფიზიკურ პირზე ნაწილდება, რომლებმაც 2013-2021 წლებში “ქართულ ოცნებას“ ჯამში 953 ათასი ლარი შესწირეს. ამ თანხის დაახლოებით ნახევარი მათ სახელისუფლო პარტიას პანდემიის დაწყების შემდეგ შესწირეს. მოკვლევის საფუძველზეა გაცემულია რამდენიმე რეკომენდაციაც.