top of page

სახელმწიფო შესყიდვები

2021

საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო შესყიდვების შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო შესყიდვების შესახებ“ შესყიდვების სფეროში ახლა მოქმედი კანონმდებლობის რეფორმირებას გულისხმობს, მისი სხვადასხვა ასპექტისა თუ მიდგომის ცვლილების გზით. კანონი ბიზნესებისთვის ზრდის შესყიდვების სფეროს განჭვრეტადობას და განსაზღვრავს ხარჯების რაციონალური, ეფექტიანი განკარგვის წინაპირობებს.

2021

Covid-19-თან დაკავშირებული გამარტივებული შესყიდვები 2021

დოკუმენტში გაანალიზებულია Covid-19-თან დაკავშირებული 2021 წლის 31 მაისის ჩათვლით განხორციელებული გამარტივებული შესყიდვები. კვლევაში გამოყენებულია როგორც SMP-მოდულში წარმოდგენილი სახელმწიფო შესყიდვის მოთხოვნები, ასევე CMR მოდულში განთავსებული გამარტივებული ხელშეკრულებების ანალიზი.

2021

პანდემიის დროს სატრანსპორტო სფეროში 43 მლნ ლარამდე პირდაპირი სახელმწიფო შესყიდვები გაფორმდა

დოკუმენტი წარმოადგენს სამნაწილიანი სერიის მეორე ნაწილს. პირველი ნაწილი შეეხებოდა პანდემიის დროს სამშენებლო სექტორში სახელმწიფოს მიერ განხორცილებულ გამარტივებულ შესყიდვებს. მოცემული მეორე ნაწილი მოიცავს სატრანსპორტო საქონლისა და მომსახურების გამარტივებული შესყიდვით დადებული კონტრაქტების ანალიზს. ამ ნაწილის სააგარიშო პერიოდია 2020 წლის პირველი ივნისიდან 2021 წლის 30 სექტემბრამდე. ხოლო მესამე, შემაჯამებელი ნაწილი წარმოადგენს სახელმწიფო შესყიდვების ყველა მნიშნელოვანი საკითხის შეჯამებას.

2021

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2020 წლის საქმიანობის ანგარიში

დოკუმენტი წარმოადგენს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2020 წლის საქმიანობის შეჯამებას. ანგარიშში წარმოდგენილია სახელმწიფო შესყიდვების ძირითადი მაჩვენებლები, როგორებიცაა გამოცხადებული ტენდერების რაოდენობა, ღირებულება. ანგარიშში ასევე მიმოხილულია საანგარიშო პერიოდისთვის მიმდინარე მაჩვენებლები და განვითარებები სხვადასხვა მიმართულებით: სამართლებრივი ბაზის სრულყოფა, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავები, ცენტრალიზებული შესყიდვები, გამარტივებული შესყიდვები, „თეთრი სიის“ წარმოება, „შავი სიის“ წარმოება, პროცედურების მონიტორინგი და სხვა.

2020

საგანგებო მდგომარეობის პერიოდში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვები: ძირითადი მონაცემების ანალიზი და კორუფციის რისკები

კვლევის მიხედვით, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში (2020 წლის 21 მარტიდან 22 მაისამდე), გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ორჯერ შემცირდა გამოცხადებული ტენდერების რაოდენობა. აღსანიშნავია, რომ ტენდერების რაოდენობასთან ერთად შემცირდა კონკურენციის დონეც. რაც შეეხება გამარტივებულ შესყიდვებს, საგანგებო პერიოდის განმავლობაში 127.2 მლნ ლარის ჯამური ღირებულების ამ ტიპის კონტრაქტი გაფორმდა. მათ შორის, თითქმის ნახევარ შემთხვევაში (57 მლნ ლარი) შესყიდვის ამ სახის გამოყენების საფუძვლად გადაუდებელი აუცილებლობა დასახელდა. კვლევა მოცემული მიგნებების გარდა წარმოადგენს შესაბამის რეკომენდაციებსაც.

2018

საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის სტრატეგია 2018-2022

საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის სტრატეგიის (PFMRS) უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ფინანსური რესურსების რაციონალური გამოყენება. აღნიშნული მიზნის მიღწევა შესაძლებელია საჯარო ფინანსების მართვის სისტემების გაუმჯობესებით, რაც უზრუნველყოფს (1) ფისკალურ დისციპლინას; (2) მუშაობის ეფექტურობას; და (3) საქართველოს საჯარო რესურსების ეფექტურ განაწილებას. საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის სტრატეგია ეფუძნება საჯარო ფინანსების მართვაში მანამდე უკვე განხორციელებულ წარმატებულ ცვლილებებს.

2016

სახელმწიფო შესყიდვების სფეროში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების გზამკვლევი

გზამკვლევში აღწერილია საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის ევროკავშირის საჯარო შესყიდვების დირექტივებთან ეტაპობრივი დაახლოების პროცესი. ამ პროცესის ეფექტიანი განხორციელების ხედვა და შესაბამისი ღონისძიებების გეგმა, სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში დაინტერესებულ მხარეთა ინსტიტუციური შესაძლებლობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებული საკითხების ჩათვლით, გაწერილია რვაწლიან პერიოდზე (2014-2022 წწ.).

2005

საქართველოს კანონი "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ"

მოცემული კანონი ადგენს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგად სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს.
კანონის მიზანია: ა) სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა; ბ) სახელმწიფო საჭიროებისათვის აუცილებელი საქონლის წარმოების, მომსახურების გაწევისა და სამშენებლო სამუშაოს შესრულების სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარება; გ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ პროპორციული, არადისკრიმინაციული მიდგომისა და თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფა; დ) სახელმწიფო შესყიდვების საჯაროობის უზრუნველყოფა; ე) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბება.

bottom of page