top of page

წყლის რესურსების მართვა

2024

წყლის რესურსების მართვის რეფორმის შეფასება

მოცემულ ბმულზე იხილავთ წყლიის რესურსების მართვის რეფორმის შეფასების მიზნით, პროექტ "რეფორმეტრის" მიერ ჩატარებული უახლესი საჯარო-კერძო დიალოგის შედეგებს

2022

საჯარო-კერძო დიალოგი წყლის რესურსების მართვის რეფორმის შესახებ

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ორგანიზებითა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით გაიმართა წყლის რესურსების მართვის შესახებ საჯარო-კერძო დიალოგი. ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა რეფორმის გაცნობითი ხასიათის საჯარო-კერძო დიალოგის დაგეგმილი შეხვედრა კომიტეტის PPD შეხვედრის ფორმატში გააერთიანა და დაინტერესებულ მხარეებს პროექტ „რეფორმეტრის“ ფარგლებში რეფორმის შეფასებასთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო.

2021

საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის წყლის პოლიტიკის დოკუმენტი

წყლის პოლიტიკის დოკუმენტი აფასებს საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის წყლის სექტორებში არსებულ ამჟამინდელ მდგომარეობას, წყლის სექტორის განვითარების შესახებ შერჩეული ქვეყნების გრძელვადიან სტრატეგიულ გეგმასთან მიმართებით.

2021

საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მესამე ეროვნული პროგრამის 2017-2021 წლების 2020 წლის შესრულების მონიტორინგის ანგარიში

წარმოდგენილი მონიტორინგის ანგარიში მოიცავს საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მესამე ეროვნული პროგრამის, 2020 წლის ქმედებების შესრულების მონიტორინგის შესახებ დეტალურ ინფორმაციას.

2021

საქართველოს კანონი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ

კანონის მიზანია გარემოსთვის ზიანის მიყენებასთან დაკავშირებული საკითხების სამართლებრივი რეგულირება პრინციპის „დამბინძურებელი იხდის“ შესაბამისად.

2021

სისტემური მიდგომა პოლიტიკის ღირებულებათა ჯაჭვის შესაფასებლად: წყლის რესურსების მართვის რეფორმის შეფასება

წყლის რესურსების გაუმჯობესებულ მართვას მნიშვნელოვანი ზეგავლენა ექნება საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე, რადგან მას ეკონომიკის ბევრი სექტორი მჭიდროდ უკავშირდება. საქართველოს სუსტი წყლის რესურსების მართვის არსებული კანონმდებლობა დიდი ხანია, რაც ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას აფერხებს. კანონმდებლობის ხარვეზების საპასუხოდ საქართველოში ინერგება წყლის რესურსების მართვის ახალი კანონმდებლობა, რომელიც მთლიანად ცვლის სფეროს რეგულირების ელემენტებს. აღნიშნული შეფასების დოკუმენტი მიმოიხილავს შემოთავაზებული კანონპროექტის წარმატებული დანერგვის ისეთ პირობებს, როგორებიცაა წყლის რესურსების მდგრადი გამოყენება და წყლის მართვის ხარისხის გაუმჯობესება. დოკუმენტში ასევე წარმოდგენილია კანონპროექტის დანერგვის პროცესში მნიშვნელოვანი როლის მქონე დაინტერესებული მხარეების ანალიზი.

2021

საქართველოს კანონი წყლის რესურსების მართვის შესახებ (პროექტი)

აღნიშნული კანონპროექტი საქართველოში წყლის რესურსების მართვასთან დაკავშირებულ მიდგომებს არსებითად ცვლის. კანონპროექტი მიზნად ისახავს „წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის პრინციპების შესაბამისად და ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნისთვის შიდა ზედაპირული წყლების, გარდამავალი წყლების, სანაპირო წყლების და მიწისქვეშა წყლების დაცვისა და მდგრადი გამოყენებისთვის ძირითადი საფუძვლების ჩამოყალიბებას“. კანონპროექტის ძირითადი შინაარსი ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარეობს.

2019

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგია 2021-2027

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგია 2021-2027-ის მიზანია სფეროში არსებულ გამოწვევებთან გამკლავება და სოფლად სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი გარდატეხის მიღწევა. სტრატეგია შექმნილია არსებული სტრატეგიების გამოცდილების და შედეგების, განხორციელებული რეფორმების და ევროკავშირის გამოცდილების საფუძველზე.

2019

საქართველოს წიაღის სექტორის პოლიტიკა

დოკუმენტში განსაზღვრულია საქართველოს წიაღის სექტორის პოლიტიკა 9 მიმართულებით: წიაღისეულის მართვა, ინსტიტუციური მოწყობა და საკანონმდებლო ჩარჩოები, წიაღისეულზე უფლების მინიჭება და ლიცენზირება, ფისკალური რეჟიმი, მიწაზე წვდომა და მიწათსარგებლობა, შრომა, გარემოს დაცვა, სოციალური და კულტურული დაცვის მექანიზმები და გარანტიები, დამატებითი ღირებულების შექმნა და წიაღისეულის მოპოვებასთან დაკავშირებული განვითარება.

2018

საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მესამე ეროვნული პროგრამა 2017-2021

დოკუმენტი წარმოადგენს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სფეროში
ქვეყნის უმთავრეს სტრატეგიულ დოკუმენტს, რომელიც განსაზღვრავს დარგის გრძელვადიან
სტრატეგიულ პრიორიტეტებსა და კონკრეტულ სამოქმედო გეგმას ხუთწლიანი (2017-2021) პერიოდისთვის.

2018

საქართველოში წყლის მართვის ეკონომიკური ინსტრუმენტების რეფორმის ხელშეწყობა

ანგარიშის მიზანია წვლილი შეიტანოს ეროვნული პოლიტიკის დიალოგში, რომელიც გააქტიურდა მას შემდეგ რაც საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას 2014 წელს და აიღო პასუხისმგებლობა ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის დანერგვაზე.

2017

საქართველოს ირიგაციის 2017-2025 წლების სტრატეგია

სტრატეგია წარმოადგენს საქართველოსთვის 2017-2025 წლების განმავლობაში ირიგაციის განვითარების სახელმძღვანელო დოკუმენტს. მასში გათვალისწინებულია როგორც მწყობრიდან გამოსული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, ასევე მონაცემებზე დაფუძნებული, პროფესიული და ფართო მონაწილეობაზე დამყარებული თანამედროვე ირიგაციის მართვის პოტენციალის განვითარება.

2017

წყლის რესურსების მართვის შესახებ კანონპროექტის რეგულირების გავლენის შეფასება: საბოლოო ანგარიში

აღნიშნული რეგულირების ზეგავლენის შეფასება აანალიზებს წარმოდგენილ კანონის პროექტს „წყლის რესურსების მართვის შესახებ“, რომელმაც საქართველოში უნდა აამოქმედოს წყლის რესურსების მართვის არსებითად ახალი მიდგომა, რომელიც შესაბამისობაშია ევროკავშირის კანონმდებლობასთან. წარმოდგენილი რია ერთმანეთს ადარებს პოლიტიკის ცვლილების შემდეგ სამ ვარიანტს: ვარიანტი 0 - არანაირი ცვლილება; ვარიანტი 1 - წარმოდგენილი კანონპროექტის სრული განხორციელება; ვარიანტი 3 - წარმოდგენილი კანონპროექტის განხორციელება გამონაკლისით: მთავრობა არ ქმნის მონაცემთა გაცვლის სისტემას, რომელიც ხელს შეუწყობს საჯარო და კერძო სექტორის მოთამაშეებს ერთმანეთთან მონაცემების გაცვლაში. შეფასების შედეგებმა აჩვენა, რომ ორივე ვარიანტი არსებითად ცვლის წმინდა დაყვანილ ღირებულებას საბაზისო სცენართან მიმართებაში.

2005

საქართველოს კანონი ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

მოცემული კანონის ფარგლებში რეგულირდება ლიცენზიებთან და ნებართვებთან დაკავშირებული რიგი საკითხები და მისი მიზანია ისეთი ორგანიზებული საქმიანობის ან ქმედების რეგულირება, რომელიც ხასიათდება ადამიანის სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის მომეტებული საფრთხით, მოიცავს განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს ან დაკავშირებულია სახელმწიფო რესურსებით სარგებლობასთან.

2004

საქართველოს კანონი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ

კანონის მიზანია ფასიანი ბუნებათსარგებლობის პრინციპის დამკვიდრებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბუნებრივი რესურსებით რაციონალური სარგებლობის უზრუნველყოფა.

1997

საქართველოს კანონი წყლის შესახებ

საქართველოს კანონი წყლის შესახებ სფეროს მარეგულირებელი ძირითადი საკანონმდებლო აქტია. კანონის ამჟამინდელი ვერსია სრულად ვერ უზრუნველყოფს უპასუხოს იმ გამოწვევებს, რომლებიც აღნიშნულ სფეროში არსებობს. მასში განსაზღვრული ნორმების უმრავლესობა მხოლოდ ნომინალურ ხასიათს ატარებს და ეფექტური არ არის.

bottom of page