top of page

შეზღუდული შესაძლებლობების პირთა უფლებების შესახებ საქართველოს კანონპროექტის ამოქმედებასთან დაკავშირებული ხარჯების შეფასება

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და ინკლუზიური პოლიტიკის ცენტრი

2018

ანგარიშში წარმოდგენილი სავარაუდო ხარჯები ეფუძნება ამ პროექტის ფარგლებში გამოკითხული სამინისტროების და სამთავრობო უწყებების მიერ დადგენილ გეგმას და პრიორიტეტებს. ხარჯების ზრდის გამომწვევი ორი ძირითადი მიზეზი არსებობს: (1) არსებული პროგრამების ავტომატური ზრდა, რაც გამოწვეულია შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის ახლებური განმარტების შედეგად, და (2) ახალი აქტივობები, რომლის განხორციელებასაც სამინისტროები და სამთავრობო უწყებები გეგმავენ კანონპროექტის მიღების შედეგად, მომდევნო საბიუჯეტო ციკლში.


ანალიზის საფუძველზე გაკეთებულია შემდეგი დასკვნები: კითხვარზე პასუხის გამცემი უწყებების რაოდენობიდან და ასევე საკითხებზე მოწოდებული ინფორმაციის ხარისხიდან გამომდინარე - შეუძლებელია ნათლად განისაზღვროს კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული დამატებითი ხარჯები. მაგრამ უწყებების ანგარიშგებიდან ჩანს, რომ სამინისტროების, ბიუჯეტის ზრდა გარდა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსი, იქნება მცირე არა სამშენებლო ხარჯების კუთხით. მაგალითად, ჟესტური ენის თარჯიმნის ხარჯები. ასევე არ არის ნათელი, მაგრამ რეკომენდაციაა ყველა უწყებამ გამოიყენოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიდგომა და იმის სანაცვლოდ, რომ თითოეულმა სამინისტრომ საკუთარი მომსახურების ხარჯები გაითვალისწინოს უმჯობესია გამოიყენოს ერთიანი მომსახურება საიდანაც მოხდება საჭიროებისამებრ ჟესტური ენის თარჯიმნის მომსახურების დაკონტრაქტება. შენობების განახლება საკმაოდ ძვირია. დამტკიცებულია, რომ ახალი მისაწვდომი შენობების მშენებლობა არ იწვევს მნიშვნელოვან ხარჯებს. შესაბამისად „პროგრესირებადი აღსრულების“ პრინციპის მიხედვით გავლენა ბიუჯეტზე შეიძლება დაიგეგმოს რესურსების ხელმისაწვდომობის შესაბამისად. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ახალი შენობა იყოს მისაწვდომი და იქ სადაც სრული მისაწვდომობის უზრუნველყოფა რთულია, მაშინ გონივრული მისადაგების პრინციპი იყოს დაცული. ერთი გამონაკლისი, სადაც ხარჯების დიდი ოდენობით ზრდა შეიძლება მოხდეს და რომლის გადანაწილებაც დროში ვერ მოხდება არის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შშმ სარგებლის უზრუნველყოფის პროგრამები. ავტორთა საუკეთესო გათვლებით ხარჯების 40%-ით ზრდა არის მოსალოდნელი შშმ პროგრამების კუთხით. ეს უხეში გათვლებია დაანგარიშებული კითხვარზე მოწოდებული პასუხების საფუძველზე, რომელიც მოსახლეობის ბოლო საყოველთაო აღწერის დროს შეივსო. უფრო კონკრეტული თანხების განსაზღვრისთვის საჭიროა კვლევის ჩატარება შეზღუდული შესაძლებლობების განსაზღვრის ახალი სისტემის გამოყენების საფუძველზე.


დოკუმენტის გადმოწერა:

24393
.pdf
Download PDF • 303KB

bottom of page