top of page

რეგულირების ზეგავლენის შეფასება

რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) ინსტიტუციონალიზაციის რეფორმის შეფასება

მოცემულ ბმულზე იხილავთ რეგურლირების ზეგავლენის შეფასების (RIA) ინსტიტუციონალიზაციისრეფორმის შეფასების მიზნით, პროექტ "რეფორმეტრის" მიერ ჩატარებული უახლესი საჯარო-კერძო დიალოგის შედეგებს

2023

ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი ეკონომიკურ რეფორმებზე: საქართველოს კანონი ტურიზმის შესახებ

წინამდებარე ანგარიში წარმოადგენს „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტის ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზს, რომლის მიზანია შეაფასოს მარეგულირებელ ჩარჩოში შეტანილი ცვლილებების გავლენა ტურიზმის სექტორსა და ეკონომიკაზე, გარდა ამისა, განსაზღვროს კანონპროექტის მოსალოდნელი გავლენა სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეზე. დოკუმენტის მიხედვით, 2023-20233 წწ-ში, აღნიშნული კანონპროექტის ზეგავლენა დადებითია და წმინდა სარგებლის მიმდინარე ღირებულება (NPV) ჯამურად შეადგენს 4.3 მილიარდ ლარს. რაც შეეხება უშუალოდ ფინანსური სახის გავლენებს, ფინანსური ხარჯებისა და სარგებლის გათვალისწინებით, წმინდა სარგებელი კვლავ დადებითია და 3.4 მილიარდ ლარს შეადგენს. გარდა ამისა, ანგარიშის მიხედვით, 2023-2033 წწ-ში, საერთშორისო ვიზიტების 2%-ით ზრდა გამოიწვევს ვიზიტორებიდან მიღებული შემოსავლის 7.9 მილიარდი ლარით ზრდას, აღნიშნული შემოსავალი გადანაწილდება ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, შედეგად გაიზრდება შესაბამის სექტორებში გამოშვება, მთლიანი შიდა პროდუქტი და დასაქმების მაჩვენებლი.

2023

ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდების შესახებ

წინამდებარე ანგარიშში წარმოდგენილია ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზის შედეგები საქართველოში უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდების (REIT) დანერგვის შესახებ. წარმოდგენილ დოკუმნტში შეფასებულია პოლიტიკის ორი ალტერნატივა: ალტერნატივა 1, განიხილავს სიტუაციას, როდესაც REIT შემოდის ქვეყნის არსებულ საკანონმდებლო ჩარჩოში ყოველგვარი ცვლილების გარეშე და ალტერნატივა 2, რომელიც ითვალისწინებს დამატებით გადასახადების შემცირებას/განთავისუფლებას ქვეყანაში REIT ინვესტორებისთვის. წარმოდგენილმა ანალიზმა შეაფასა დაინტერესებული მხარეების ხარჯები და სარგებელი 10 წლის განმავლობაში, რაც შეესაბამება მოდელის მიერ განხილულ REIT ოპერაციების ერთ სრულ ციკლს.

2023

„სეკურიტიზაციის შესახებ“ კანონპროექტის ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი

აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს „სეკურიტიზაციის შესახებ“ კანონპროექტის ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზს და ეფუძნება სიმულაციურ მოდელს, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ფინანსური სისტემის სხვადასხვა დაინტერესებული მხარის პერსპექტივებს. ანგარიში ყურადღებას ამახვილებს, რომ მოსალოდნელია ადმინისტრაციული ხარჯების უმნიშვნელო მატება, თუმცა, მოდელის შედეგებისა და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ არსებული მოდელი არ წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტის ფისკალურ ხარჯებს, რეფორმის მარეგულირებელი ხარჯები უმნიშვნელოა. დოკუმენტის მიხედვით, 10 წლიან პერიოდში სარგებლისა და ხარჯების წმინდა მიმდინარე ღირებულება NPV არის 9.3 მილიარდ ლარამდეა, რაც მოიცავს შეფასების პერიოდის შემდეგ დარჩენილი ფასიანი ქაღალდების ღირებულებას, ხოლო იგივე შედეგი დარჩენილი აქტივების გარეშე შეადგენს 2.5 მილიარდ ლარს.

2023

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ კანონის“ ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი

წინამდებარე დოკუმენტი გადახდისუუნარობის ახალი კანონის „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზს წარმოადგენს. დოკუმენტი მიემართება კანონის რამდენიმე ასპექტს და მიმოიხილავს გადახდისუუნარობის ახალი საკანონმდებლო და მარეგულირებელი ჩარჩო დოკუმენტის შემოღებამდე გამოვლენილ გამოწვევებს. დოკუმენტის მიხედვით, ახალ მარეგულირებელ ჩარჩოსთნ დაკავშრებული ხარჯები ასოცირდება: „გადახდისუუნარობის პრატიკოსთა ინსტიტუტის ჩამოყალიბებისთვის, მათი სერტიფიცირებისა და ავტორიზაციისთვის, კანონით განსაზღვრული ახალი მარეგულირებელი ნორმებისა და წესების ამოქმედებისათვის გასაწევ საჭირო საოპერაციო, IT ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფისა და ჩართული პირების შესაძლებლობების განვითარების/მხარდაჭერის/ცნობიერების ამაღლების პროცესთან დაკავშირებულ“ ხარჯებთან. ანალიზის მიხედვით 10 წლიან პერიოდში ხარჯებისა და სარგებლის წმინდა მიმდინარე ღირებულება NPV 297,8 მლნ ლარს, ხოლო, ხარჯებისა და სარგებლის ფარდობა (BCR) 129.9 მლნ ლარს შეადგენს.

2023

„ერთიანი საგადასახადო მეთოდოლოგიის პლატფორმის“ წინასწარი ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი

აღნიშნული ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი აფასებს „ერთიანი საგადასახადო მეთოდოლოგიის პლატფორმის“ (UTMP) შექმნის, დანერგვისა და ოპერირების პროცესთან ასოცირებულ ხარჯებსა და სარგებელს. დოკუმენტი ყურადღებას ამახვილებს „პროექტის დეკლარირებულ მიზნებზე და ამ მიზნების მიღწევის შედეგად მიღებული გაუმჯობესების მიმართულებებს გამოკვეთს“. დოკუმნეტის მიხედვით, ჩატარებული გათვლებით, „7 წლიან პერიოდში (2021-2027) ხარჯებისა და სარგებლის წმინდა მიმდინარე ღირებულება NPV 14.8 მილიონ ლარს, ხოლო, ხარჯებისა და სარგებლის ფარდობა (BCR) 12.31-ს“ შეადგენს.

2023

საჯარო შესყიდვების შესახებ კანონპროექტის წინასწარი ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი

წინამდებარე დოკუმენტი „საჯარო შესყიდვების შესახებ კანონის“ განიხილავს ხარჯ-სარგებლის ანალიზს ახროციელებს. დოკუმენტი მიემართება შესყიდვების კანონის რამდენიმე ასპექტს და მიმოიხილავს სახელმწიფო შესყიდვების ამჯამინდელი სისტემის გამოწვევებსაც. დოკუმენტის მიხედვით, რეფორმის ხარჯები აფასებს რეფორმასთან დაკავშირებულ ყველა შესაძლო ხარჯს, ხოლო სარგებელი მიმოიხილავს იმ ბენეიფტებს, რომლებიც რეფორმას ექნება სხვადასხვა ეკონომიკურ შედეგებზე. ავტორთა თანახმად, “NPV-ის გათვლებით, მომდევნო 10 წლის განმავლობაში ხარჯები და სარგებელი 2.115 მლრდ ლარს შეადგენს.“

2022

"სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირების, სურსათის შეწირულობის შესახებ’’ კანონპროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასება"

,,სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირების, სურსათის შეწირულობის შესახებ’’კანონპროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) განხორციელების ინიცირება გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) გააკეთა. კანონპროექტი მომზადებულია საქართველოს პარლამენტის აგრარული საკითხების კომიტეტის მიერ. აღნიშნული კომიტეტის მხარდაჭერის მიზნით, FAO-მ რეგულირების ზეგავლენის შეფასება დაუკვეთა ISET-ის კვლევით ინსტიტუტს და სთხოვა სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირების შესახებ კანონპროექტში სურსათის შეწირულობასთან დაკავშირებული ასპექტების შესწავლა. წარმოდგენილი რეგულირების ზეგავლენის შეფასება განიხილავს 4 შესაძლო პოლიტიკის ალტერნატივას, მათ შორის საბაზისო სცენარის შენარჩუნებას და გვთავაზობს ამ ალტერნატივების სარგებლის ანალიზს.

2022

დავების განხილვის საბჭო - რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიში

აღნიშნული დოკუმენტი აფასებს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს რეფორმირების შესაძლო ალტერნატივების შედეგებს. დავების განხილვის საბჭოს რეფორმირება მიჩნეულია, როგორც აუცილებელი ნაბიჯი საქართველოს საგადასახადო სისტემის ხარისხობრივი გაუმჯობესებისთვის, რათა დაფუძნდეს სრულიად დამოუკიდებელი და კომპეტენტური დავების განმხილველი ორგანო, რომელიც იქნება ეფექტიანი და სამართლიანი. კვლევის ფარგლებში მიმოხილულია სამი პოლიტიკის ალტერნატივა, რომელთა ზეგავლენა შესწავლილია ეკონომიკურ, სოციალურ ასპექტში და საჯარო ფინანსებთან მიმართებით როგორც რაოდენობრივად, ისე ხარისხობრივად. ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ საუკეთესო ალტერნატივაა დავების განხილვის დამოუკიდებელი საბჭოს შექმნა.

2022

დაზღვევის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების რეგულირების ზეგავლენის შეფასებას (RIA). წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით, მზღვეველებისთვის სავალდებულო იქნება აქტუარის ყოლა. აღნიშნული რეგულირების მოთხოვნა გაჩნდა ადგილობრივი სადაზღვევო ბაზრის განვითარებისა და ევროპასთან კანონმდებლობის ჰარმონიზების პროცესის ფონზე. წარმოდგენილი რეგულირების ზეგავლენის შეფასება განიხილავს პოლიტიკის რამდენიმე ალტერნატივას - უმქომედობის სცენარს, აქტუარების ყოლის ვალდებულების შემოღების სცენარს და, ასევე, აქტუარების ყოლის ვალდებულების შემოღების სცენარს სახელმწიფოს მიერ აქტუარების პროფესიული გადამზადების ხელშეწყობის ფონზე. წარმოდგენილი ალტერნატივები ანალიზში ერთმანეთთანაა შედარებული.

2022

ფარმაცევტულ სექტორში კარგი საწარმოო პრაქტიკის (GMP) რეგულირების ზეგავლენის შეფასება

ანგარიშში შეფასებული და გაანალიზებულია ფარმაცევტულ სექტორში სახელმწიფო პოლიტიკა ქვეყანაში კარგი საწარმოო პრაქტიკის (GMP) შემოღების და დანერგვის თვალსაზრისით.  კვლევის პროცესში შესწავლილია ფარმაცევტულ სექტორში არსებული მდგომარეობა. ანგარიშში გაანალიზებულია ორი ალტერნატიული პოლიტიკა, რომლებიც სხვადასხვა ფორმით უზრუნველყოფენ დასახული მიზნების მიღწევას. ორივე ალტერნატივა შეფასდა ე.წ. ნულოვან სცენართან მიმართებით, რომელიც პოლიტიკაში ჩაურევლობას გულისხმობს.

2022

ელექტრონული კომერციის შესახებ კანონპროექტის ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი

„ელექტრონული კომერციის შესახებ“ კანონპროექტის ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზის მიზანია, ელექტრონულ კომერციაში ჩართული მხარეებისთვის ახალი რეფორმით განპირობებულ ცვლილებეთან ასოცირებული ხარჯებისა და სარგებლის შედარება. დოკუმენტის მიხედვით, კერძო და საჯარო სექტორზე კანონის ზეგავლენის შესაფასებლად ცალ-ცალკე შეფასდა აღიშნული სექტორების მერ გამოწვეული ხარჯები, სარგებელი და საბოლოო შედეგები. ხარჯებისა და სარგებლის თანაფარდობამ დადებითი შედეგი აჩვენა, ხოლო „ათწლიან პერიოდზე გაანგარიშებით, 6,77%-იანი დისკონტირების განაკვეთით, მოსალოდნელი მარეგულირებელი ცვლილებების წმინდა მიმდინარე ღირებულებამ (NPV) ორივე სექტორისთვის ერთად 783 მლნ ლარი შეადგინა“.

2022

„შრომის უფლებებისა და პირობების შესახებ შრომის კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებებისთვის“ რეგულირების გავლენის შეფასების (RIA) დოკუმენტი

აღნიშნული დოკუმენტი მოიცავს შრომის უფლებებისა და პირობების შესახებ შრომის კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებისთვის რეგულირების გავლენის შეფასებას. დოკუმენტი ყურადღებას ამახვილებს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: “(1) შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობები (შრომის კოდექსი: მუხლი 14); (2) შრომის პირობები და ნორმები (შრომის კოდექსი: მუხლი 24-36, 41-44 / თავი V. სამუშაო დრო, შესვენების დრო და დასვენების დრო; თავი VI. შვებულება; თავი VIII. შრომის ანაზღაურება); (3) სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმების წარმოება (შრომის კოდექსი: მუხლი 24-ის ნაწილი 11); (4) სტაჟირება (შრომის კოდექსი: მუხლი 18); (5) სახელმწიფო ზედამხედველობა შრომის კანონმდებლობაზე / შრომის ინსპექციის სამსახური და სანქციები შრომის ნორმების დარღვევის შემთხვევაში (შრომის კოდექსი: მუხლი 75-77)”. ამ მიმართულებით განხორციელებული რეგულირების ზეგავლენის შესაფასებლად ჩატარდა როგორც ინტერვიუები, ასევე ერთობლივი სამუშაო შეხვედრა დაინტერესებულ მხარეებთან, რომლის ფარგლებშიც გამოიკვეთა, როგორც წინ გადადგმული ნაბიჯები, ასევე ის გამოწვევები, რომლებიც ჯერაც გადაუჭრელია.

2022

შენობა-ნაგებობების მიმართ ინსოლაციის მინიმალური მოთხოვნების შესახებ რეგულირების ზეგავლენის შეფასება

წინამდებარე რეგულირების ზეგავლენის შეფასება ჩატარებულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ და აფასებს ინსოლაციის მიმართ მინიმალური მოთხოვნების შემოღების ვალდებულებას, რომელიც განსაზღვრულია „„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით“. გარდა ამისა, კვლევაში მიმოხილულია ევროპული სტანდარტი EN17037, რომელიც არეგულირებს ინსოლაციის საკითხებს. კვლევის ავტორებმა მონაცემები შეაგროვეს სამაგიდო კვლევის, ინტერვიუებისა და მონაცემების ანალიზის საფუძველზე. კვლევაში მიმოხილულია პოლიტიკის ორი ალტერნატივა - დაკავშირებული ქართული კოდექსით განსზღვრულ და ევროპული დირექტივით მიმოხილულ ვალდებულებასთან. RIA-ში შემოთავაზებულია უპირატესი ალტერნატივა მრავაკრიტერიუმიანი ანალიზის საფუძველზე.

2022

რეგულირების ზეგავლენის შეფასება - ILO-ს 156-ე კონვენცია საოჯახო პასუხისმგებლობების მქონე დასაქმებულების შესახებ

წინამდებარე რეგულირების ზეგავლენის შეფასება (RIA) განახორციელა ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, ორ ნაწილად, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) საოჯახო პასუხისმგებლობის მქონე დასაქმებულთა 156-ე კონვენციის შესაძლო რატიფიცირების მიზნით. რეგულირების ზეგავლენის მიხედვით, „საქართველოს კონვენცია ჯერ არ აქვს რატიფიცირებული და მისი კანონმდებლობა არ შეიცავს საოჯახო პასუხისმგებლობის მქონე დასაქმებულის განსაზღვრებას. თუმცა, ტერმინი ნაწილობრივ გამოიყენება როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორის თანამშრომლებისთვის.“ „...ამ ნაწილში წარმოდგენილი რეგულირების ზეგავლენის ორივე ნაწილის შეფასების მიზანია ტექნიკური დახმარება გაუწიოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და კონვენციის რატიფიცირების პროცესში ჩართულ სხვა შესაბამის ეროვნულ ინსტიტუტებს.“

2022

რადიო მოწყობილობის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის რეგულირების გავლენის შეფასება

რადიო მოწყობილობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის შემოღება საქართველოში საჭირო გახდა ევროკავშირთან გაფორმებული აოსცირების ხელშეკრულების მიხედვით განსაზღვრული ვალდებულებებიდან გამომდინარე. წარმოდგენილი დოკუმენტი აფასებს რეგულირების ზეგავლენას ხსენებულ პოლიტიკასთან დაკავშირებით. იგი აანალიზებს პოლიტიკის სხვადასხვა ვარიანტს, აფასებს „უნდა იყოს თუ არა ინტეგრირებული უსაფრთხოების სტანდარტული ნოემრბის მინიმალური დონე რადიო აღჭურვილობების დირექტივაში 2014/53/EU (RED); აგრეთვე დოკუმენტი აკვირდება სხვადასხვა პოლიტიკის ალტერნატივასთან დაკავშირებულ ხარჯსა და სარგებელს.

2021

რეგულირების ზეგავლენის შეფასება C156 - კონვენცია საოჯახო პასუხისმგებლობის მქონე დასაქმებულების შესახებ

ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა (ISET-PI), გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, განახორციელა რეგულირების ზეგავლენის შეფასება (RIA) ორ ნაწილად - პერსპექტივების შესასწავლად და პოლიტიკის დიალოგის ორგანიზებისთვის - შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) საოჯახო პასუხისმგებლობის მქონე დასაქმებულთა 156-ე კონვენციის შესაძლო რატიფიცირების მიზნით. დოკუმენტის პირველ ნაწილში განხორციელებულია საქართველოს კანონმდებლობისა და შრომის საერთაშორისო კონვენციის შედარებითი ანალიზი, გამოვლენილია პოტენციური პოლიტიკის ქმედებები, რომლებიც საჭიროა კონვენციის რატიფიცირებისთვის. დოკუმენტის მეორე ნაწილი წარმოადგენს RIA-ს პოტენციურ ვარიანტებს მოქნილ სამუშაო მოწყობასთან დაკავშირებული პრობლემების გადასაჭრელად.

2021

რეგულირების ზეგავლენის შეფასება ILO-ს 183-ე კონვენცია დედობის დაცვის შესახებ

აღნიშნული დოკუმენტი მოიცავს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) C183 კონვენციის დედობის დაცვის შესახებ რეგულირების გავლენის შეფასებას. კვლევის თანახმად, მთავრობის ჩარევის ძირითადი მიზანი შეიძლება იყოს დედობის/მშობლის შვებულების ანაზღაურების თანაბარი წვდომის ხელშეწყობის უზრუნველყოფა როგორ საჯარო, ისე არასაჯარო მოხელეებისთვის; დედის (მშობლის) და ბავშვის სარჩენად შვებულების საკმარისი ანაზღაურების უზრუნველყოფა, სულ მცირე, ანაზღაურებადი შვებულების პერიოდში.

2021

საქართველოში თანაბარი ანაზღაურების მიმოხილვისა და ანგარიშგების (EPRR) მეთოდოლოგიის დანერგვის მოდელების შეფასება

აბსტრაქტი: აღნიშნული კვლევა ამოწმებს, რამდენად სარგებლიანი, პრაქტიკული და განხორციელებადია საქართველოს როგორც ეკონომიკურ, ასევე პოლიტიკურ კონტექსტს მორგებული თანაბარი ანაზღაურების მიმოხილვისა და ანგარიშგების ინსტრუმენტი. ასევე, დოკუმენტში ჩატარებულია თანაბარი ანაზღაურების მიმოხილვისა და ანგარიშგების ინსტრუმენტის, როგორც მტკიცებულებაზე დაფუძნებული პოლიტიკისა და გენდერული თანასწორობის გაუმჯობესების ხელშემწყობი საშუალების, გენდერული ზეგავლენის შეფასება. კვლევისას გაანალიზებულია 2 ძირითადი სცენარი და შედარებულია სტატუს-კვოს: ყველაზე მაღალი ხარჯების სცენარი და ყველაზე დაბალი ხარჯების სცენარი. კვლევის თანახმად, გენდერული გავლენის შეფასებაში წარმოდგენილი თანაბარი ანაზღაურების ინსტრიმენტი არის ის საშუალება, რომელიც საფუძვლად დაედება საქართველოში თანაბარი ანაზღაურების სისტემის დანერგვას.

2021

რეგულირების ზეგავლენის შეფასება – ILO-ს 189-ე კონვენცია ოჯახში დასაქმებულების შესახებ

აღნიშნული დოკუმენტი მოიცავს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) 189-ე კონვენციის ოჯახში დასაქმებულების შესახებ რეგულირების გავლენის შეფასებას. კვლევის თანახმად, მთავრობის მიერ მიღებული ზომების ზოგად მიზანს ოჯახში დასაქმებულთათვის ღირსეული სამუშაო პირობების შექმნა უნდა წარმოადგენდეს. კვლევის პროცესში, კვლევითმა გუნდმა პოლიტიკის რამდენიმე ალტერნატივა განიხილა. აღნიშნული ალტერნატივებიდან, კვლევის თანახმად ყველაზე ხელსაყრელია მარეგულირებელ ზომებზე ეტაპობრივ გადასვლა, ვინაიდან საზოგადოება უფრო მომზადებულია ამგვარი ვარიანტისთვის.

2021

გენდერული ზეგავლენის შეფასების მეთოდოლოგია

აღნიშნული სახელმძღვანელო მოიცავს გენდერული ზეგავლენის შეფასების მეთოდოლოგიის მიმოხილვას. ეს მეთოდოლოგია ნათელს ჰფენს იმ კონცეფციას, რომელიც საფუძვლად უდევს GIA-ს და პრაქტიკაში მისი გამოყენებისათვის საჭირო ინფორმაციას აწვდის მომხმარებელს. მეთოდოლოგია შეიძლება გამოყენებული იყოს, როგორც პოლიტიკის შემქმნელების გასაძლიერებლად საჭირო ორიენტირი. ეს კი, თავის მხრივ, განაპირობებს გენდერული ზემოქმედების შეფასებას საკანონმდებლო ინიციატივებზე, პროგრამებსა და აქტივობებზე, რათა აღნიშნული მეთოდოლოგიის განხორციელებამდე უზრუნველყოფილი იყოს მისი პოტენციური ზეგავლენის საფუძვლიანი ანალიზი გენდერულ ჭრილში. ის მკითხველს აწვდის საჭირო ცოდნასა და ინსტრუმენტებს იმისათვის რომ უზრუნველყოფილი იყოს პოლიტიკასთან, აქტივობებთან, პროგრამებთან, პროექტებთან ან მომსახურებასთან დაკავშირებული გენდერული სენსიტიურობა.

2021

კაპიტალის ქრაუდფანდინგის რეგულირების ზეგავლენის შეფასება

ამ ეტაპისთვის, კაპიტალის ქრაუდფანდინგი საქართველოში განვითარებული არ არის. მეტიც ქვეყანაში გაცემული ბიზნეს სესხების უმეტესობა ბაკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე მოდის, ხოლო ადგილობრივი კაპიტალის ბაზარი მნიშვნელოვნად განუვითარებელია. აღნიშნული მდგომარეობის ფონზე, წინამდებარე დოკუმენტი აფასებს კაპიტალის ქრაუდფანდინგის დანერგვის ეფექტებს საქართველოში, მიმოიხილავს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას, რელევანტურ საერთაშორისო პრაქტიკას და გვთავაზობს კაპიტალის ქრაუდფანდინგის დანერგვის ხარჯ-სარგებლის ანალიზს. დოკუმენტიდან იკვეთება, რომ კაპიტალის ქრაუდფანდინგის დანერგვა საქართველოში ასოცირებული იქნება მნიშვნელოვან სარგებელთან ბევრი დაინტერესებული მხარისთვის.

2021

სახელმწიფო პროგრამა „დანერგე მომავლის“ გენდერული ზეგავლენის შეფასება

აღნიშნული კვლევა წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (MEPA) მიერ ინიცირებულ და სოფლის განვითარების სააგენტოს (RDA) მიერ განხორციელებული პროგრამა „დანერგე მომავლის“ ექს-ანტე (ex-ante) გენდერული ზეგავლენის შეფასებას. კვლევის თანახმად, პროგრამის მიზნები ძალიან ზოგადია და არ გააჩნია სპეციალურად განსაზღვრული გენდერული მიზნები. ასევე, პროგრამა შეიძლება განხილული იქნას როგორც „გენდერულად ბრმა“, რადგან ის ხშირად უგულებელყოფს ქალისა და კაცის განსხვავებულ როლებს, შესაძლებლობებს, არსებულ უთანასწორობას, ძირითად საჭიროებებსა და კონტექსტს.

2020

რეგულირების ზეგავლენის შეფასების კოლეგიური განხილვის პლატფორმისა და მისი განხორციელების გეგმის კონცეფცია

2020 წლის 17 იანვრიდან საქართველოს მთავრობამ რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) მეთოდოლოგია და იმ კანონების სია დაამტკიცა, რომლებიც სავალდებულოდ ექვემდებარებიან რეგულირების ზეგავლენის შეფასების პროცესს. RIA-ს ეფექტური და ხარისხიანი აღსრულებისთვის USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა გეგმავს, რომ წაახალისოს RIA-ს გავრცელებისა და შეფასებისთვის განკუთვნილი კოლეგიური პლატფორმის დაარსება. აღნიშნული პლატფორმა ასევე იქნება გამოყენებული სხვა რელევანტური ანალიტიკური დოკუმენტების მიმოხილვისა და მიმოცვლისთვისაც. აღნიშნული პლატფორმის ფორმატი მისაღები უნდა იყოს სამთავრობო დაინტერესებული მხარეებისთვის, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის და კერძო სექტორის ასოციაციებისთვის. დაინტერესებულ მხარეებთან წინასწარმა დისკუსიამ გამოავლინა, რომ შესაძლოა მართებული იყოს ხსენებული პლატფორმის დაარსების წახალისება ინვესტორთა საბჭოს ბაზაზე. წინამდებარე დოკუმენტი ამ პლატფორმისა და მისი ამოქმედების კონცეფციას წარმოადგენს.

2020

განვითარების ახალ პროექტებში თემის ჩართულობის სტანდარტის რეგულირების გავლენის შეფასება

წინამდებარე დოკუმენტის მზიანია განვითარების ახალ პროექტებში თემის ჩართულობის შემოთავაზებული სტანდარტის რეგულირების ზეგავლენის შეფასება. გასული პერიოდის განმავლობაში, საქართველოში განხორციელებულ ენერგეტიკულ პროექტებში სათემო ჩართულობა დაბალი იყო. გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მიღებამ გარემოსდაცვითი პოლიტიკის შემუშავების პროცესში საზოგადოებრივი ჩართულობა მნიშვნელოვნად გაზრდა. მიუხედავად ამისა, ადგილობრივი თემის დაბალი ჩართულობა ენერგეტიკულ პროექტებში მაინც მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება საქართველოში. წინამდებარე RIA-ს მთავარი ფოკუსი ისეთ ენერგეტიკულ პროექტებზე აქვს, რომლებშიც სათემო ჩართულობა მნიშვნელოვანია. თუმცა, თემის დაბალი მონაწილეობის გამო, ამგვარი პროექტების მიმღებლობა ქვეყანაში პრობლემურია. შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციის შედეგად, მოცემულ დოკუმენტში დასახელებული პრობლემის გადაწყვეტის ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტა შეირჩა. თუმცა, ავტორთა მიხედვით, არსებითია შემუშავებული რეკომენდაციების ეფექტის გაძლიერება სათანადო საკანონმდებლო მექანიზმების შემუშავების გზით.

2020

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ახალი მარეგულირებელი ჩარჩოს რეგულირების ზეგავლენის შეფასება

წინამდებარე დოკუმენტი აფასებს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ახალი მარეგულირებელი ჩარჩოს რეგულირების ზეგავლენის შეფასებას. წინამდებარე შეფასება რეტროსპექტიულად აფასებს ახალი მარეგულირებელი ჩარჩოსა და მასში შემავალი მნიშვნელოვანი ნორმების ზეგავლენას საწარმოებზე და დაინტერესებულ მხარეებზე. დოკუმენტის მიერ გავლენის შეფასება დიდწილად პოზიტიურია, თუმცა საუბარია რამდენიმე მნიშვნელოვან პრობლემაზე, რომლებიც გამოწვევად რჩება ახალი მარეგულირებელი ჩარჩოს პირობებში.

2020

ნიადაგის დაცვის შესახებ კანონპროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასება

კვლევა აფასებს ნიადაგის დაცვის შესახებ კანონპროექტის შესაძლო გავლენას ნიადაგის დეგრადაციის პროცესებზე საქართველოში. კვლევა შეისწავლის საქართველოში მიწის დეგრადაციასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას და აფასებს კანონპროექტის პოტენციურ ხარჯებსა და სარგებელს. ის მიმოიხილავს დაინტერესებულ მხარეებს შორის პასუხისმგებლობის განაწილებასა და კანონპროექტის განხორციელების დროს გაჩენილ გამოწვევებსაც.

2020

მთავრობის დადგენილება რეგულირების ზეგავლენის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ

აღნიშნული დადგენილება ადგენს საკანონმდებლო ინიციატივის სახით წარდგენამდე კანონპროექტთან დაკავშირებით რეგულირების ზეგავლენის შეფასების ჩატარებისა და მომზადების ზოგად წესს.

2020

შინამეურნეობების, ბიზნესისა და ინდუსტრიის ენერგიის ტარიფის რეგულირების გავლენის შეფასება

წარმოდგენილი რეგულირების ზემოქმედების შეფასების (RIA) ფარგლებში პროექტის გუნდმა შეიმუშავა ენერგეტიკის სატარიფო მოდელი (Time of Use სატარიფო მოდელი). აღნიშნული მოდელის შემოღება განხილულია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის კანონდმებლობის ევროკავშირის ენერგეტიკულ დირექტივებთან ჰარმონიზების მოთხოვნის ჭრილში. ავტორები აფასებენ შემუშავებული სატარიფო მოდელის დანერგვასთან დაკავშირებით სამ განსხვავებულ პოლიტიკის ალტერნატივას და ხსენებულ ალტერნატივებს ხარჯისა და სარგებლის ჭრილში ადარებენ ერთმანეთს.

2020

“ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის გენდერული ზეგავლენის ანალიზი

აბსტრაქტი: წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის გენდერული გავლენის შეფასებას. შეფასების ფარგლებში, ყურადღება გამახვილებულია შვიდ ძირითად მიმართულებაზე, რომლებსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სფეროში არსებითი გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფისთვის. ანალიზის შედეგად დოკუმენტში გამოვლენილია სხვადასხვა მიმართულებით არსებული ძირითადი გამოწვევები და გაცემულია შესაბამისი რეკომენდაციები.

2020

ტურიზმის შესახებ კანონპროექტის გარკვეული ასპექტების რეგულირების ზეგავლენის შეფასება

წინამდებარე ანგარიში აჯამებს ტურიზმის შესახებ კანონპროექტის გარკვეული ასპექტების რეგულირების ზემოქმედების შეფასებას (RIA). ეს ასპექტები შეირჩა საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან (GNTA) და პარლამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით. RIA იკვლევს პოტენციური სახელმწიფო ინტერვენციების გავლენას ტურისტული სერვისის პროვაიდერებზე საქართველოში, მათ შორის საცხოვრებლების მეპატრონეებზე, ტუროპერატორებსა და გიდებზე ზეგავლენას. ანგარიში წარმოადგენს პოლიტიკის ალტერნატივებს და აფასებს მათ მულტიკრიტერიუმიანი ანალიზისა და ხარჯ-სარგებლის ანალიზის საფუძველზე.

2019

ენერგეტიკის შესახებ ახალი კანონის რეგულირების გავლენის შეფასება მოწყვლად მომხმარებლებზე

დოკუმენტი აფასებს ენერგეტიკის შესახებ ახალი კანონის გავლენას მოწყვლად მომხმარებლებზე. შეფასების ფარგლებში, სიღრმისეულ ეკონომიკურ ანალიზზე დაყრდნობით, განხილულია მოწყვლადი მომხმარებლების დახმარების 3 შესაძლო ალტერნატივა, რის საფუძველზეც შემუშავებულია რეკომენდაციები გადაწყვეტილების მიმღებთათვის. შეფასების პროცესში გაიმართა არაერთი კონსულტაცია და შეხვედრა დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორისაა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო, სოციალური მომსახურების სააგენტო, სემეკი და ა.შ. პროექტი დაფინანსებულია USAID-ის ენერგეტიკის პროგრამის მიერ.

2019

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ კანონპროექტის ფარგლებში შერჩეული საკითხების რეგულირების ზეგავლენის შეფასება

აღნიშნული რეგულირების შეფასების ფარგლებში განხილულია „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ კანონის პროექტი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2020 წელს მიიღო. კანონი ძალაში 2021 წლის აპრილიდან შევიდა. რეგულირების ზეგავლენის შეფასებაში გაანალიზებულია შემდეგი პოლიტიკის ვარიანტები: 1. „არავითარი პოლიტიკის ცვლილება“, რომლის ფარგლებშიც შეფასების პერიოდში არსებული კანონი არ შეიცვლებოდა. 2. „წარდგენილი პოლიტიკური ჩარევა“, პოლიტიკის სცენარი, რომელშიც კანონპროექტით გათვალისწინებული ყველა დებულება მტკიცდება ისე, როგორც ეს კანონპროექტის ავტორებმა გაითვალისწინეს. ანალიზის თანახმად, თუ ყველა კრიტერიუმს ერთნაირ წონას მივანიჭებთ, მე-2 ვარიანტი უპირატესი არჩევანი უნდა იყოს.

2019

რეგულირების ზეგავლენის შეფასება - ტექნიკური დახმარება საქართველოს მთავრობას ენერგოეფექტურობის კანონის შემუშავებაში

რეგულირების ზეგავლენის შეფასება შეეხება ენერგოეფექტურობის ახალ ძირითად კანონს, რომელიც ემსახურება ევროკავშირის 2012/27/EU დირექტივის (“ენერგოეფექტურობის დირექტივა”) მოთხოვნების გადმოტანას საქართველოს ეროვნულ კანონმდებლობაში, ენერგეტიკული გაერთიანების შეთანხმების ხელმომწერი მხარეებისათვის შეტანილი ცვლილებებით გათვალისწინებით. რეგულირების ზემოქმედების შეფასების დოკუმენტში განხილულია ისეთი საკვანძო ვარიანტები, როგორიცაა: ვალდებულების ჩარჩოები, თავსებადობა მუხლ 5-თან (ცენტრალური ხელისუფლების შენობები), თავსებადობა მუხლ 7-თან (ენერგოეფექტურობის ვალდებულების სქემები და ალტერნატიული ღონისძებები), და მუხლი 20-ის განხორციელების გზა (ენერგოეფექტურობის ფონდი, მისი დაფინანსება და ტექნიკური მხარდაჭერა).

2019

რეგულირების ზეგავლენის შეფასება განახლებადი ენერგიის მხარდამჭერი მექანიზმებისთვის

რეგულირების ზეგავლენის შეფასება განხორციელდა PMO ბიზნეს კონსალტინგის მიერ USAID-ის ენერგეტიკის პროგრამის ფარგლებში. პროექტი ემსახურებოდა სსაქართველოს საჭიროებებზე მორგებული მხარდაჭერის მექანიზმების გამოვლენას და მათი გავლენის შეფასებას. ანგარიშში საერთაშორისო გამოცდილებისა და საქართველოს ბაზრის საჭიროებების გათვალისწინებით შეირჩა შესაბამისი მხარდაჭერის მექანიზმები და შემუშავდა რამდენიმე სცენარი მათ დასანერგად. შემუშავებული სცენარების საფუძველზე შეფასდა შერჩეული მხარდაჭერის მექანიზმების ზეგავლენა. პროექტის შედეგები ემსახურებოდა საქართველოს მთავრობის მიერ განახლებადი ენერგიის მხარდაჭერი მექანიზმების შემუშავების პროცესში მის გამოყენებას.

2019

„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის გავლენის შეფასების შეჯამება

დოკუმენტი წარმოადგენს რეგულირების გავლენის შეფასების მოკლე მიმოხილვას. შეფასება შეეხება „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების“ კანონის პროექტს , რომელიც შემუშავდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს მიერ და რომლის პარლამენტისთვის წარდგენაც იგეგმებოდა 2019 წლის თებერვალში. ანგარიშის მიზანს ძირითადად წარმოადგენს ელექტროენერგიის საბოლოო სამომხმარებლო ტარიფზე კანონის ზეგავლენის შეფასება.

2019

ქარსაფარი ზოლების შესახებ საქართველოს კანონის პროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასება (RIA)

დოკუმენტი წარმოადგენს ქარსაფარი ზოლების შესახებ საქართველოს კანონის პროექტის რეგულირების გავლენის შეფასებას. შეფასებაში გაანალიზებულია პოლიტიკის სამი ალტერნატიული ვარიანტის საბაზისო სცენერთან შედარება. ანალიზის საფუძველზე გამოვლენილია საუკეთესო ალტერნატივა.

2019

„მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტის რეგულირების გავლენის შეფასება

დოკუმენტი წარმოადგენს „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტის 2018 წლის ივლისი-ნოემბრისათვის ხელმისაწვდომი ვერსიის რეგულირების გავლენის შეფასებას. შეფასების მიზანია: გამოვლინდეს კანონპროექტით რეგულირებადი პრობლემური საკითხები და მათი ხასიათი; დადგინდეს ამ პრობლემური საკითხების მოგვარების ალტერნატიული ვარიანტები; შეფასდეს ალტერნატიული ვარიანტების გავლენა ეკონომიკაზე, სოციალურ სფეროსა და გარემოზე (დადებითი და უარყოფითი შედეგები); შედარდეს ალტერნატიული ვარიანტები ეფექტურობის, ეფექტიანობის, ასევე, ევროკავშირის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში წვლილის შეტანის თვალსაზრისით; შეთავაზებული მიდგომების შემდგომი გაუმჯობესების მიზნით, დადგინდეს მონიტორინგისა და შეფასების სქემა.

2019

„ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასება

დოკუმენტი წარმოადგენს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ შემუშავებული„ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონის პროექტის (2018 წლის 10 ნოემბრის რედაქცია) რეგულირების გავლენის შეფასებას. კვლევის ამოცანა იყო გამოეკვლია კანონპროექტის ძალაში შესვლით (ალტერნატივა 1) გამოწვეული შესაძლო გავლენა და მოსალოდნელი შედეგები (საბაზისო სცენართან მიმართებაში) მოსახლეობის ფიზიკური აქტივობის და მასობრივ სპორტში ჩართულობის ზრდაზე.

2019

რეგულირების ზეგავლენის შეფასება „თავისუფლებლების აღკვეთის ღონისძიებების ლიბერალიზების შესახებ“

წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს „თავისუფლების აღკვეთის ღონისძებების ლიბერალიზების შესახებ“ რეგულირების ზეგავლენის შეფასებას (RIA). დოკუმენტი ყურადღებას ამახვილებს დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების შედეგად, გამოკვეთილი პრბლემების მოგვარების მიზნით განსაზღვრულ შემდეგ ალტერნატივებზე: „ ა) ალტერნატივა 1 - ,,არაფერი მოიმოქმედო“; (ბ) ალტერნატივა 2 - დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის - სამსახურის შექმნა; (გ)ალტერნატივა 3 - დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნა; (დ) ალტერნატივა 4 - სამართალდამცავ სტრუქტურაში ცალკე საგამოძიებო სამსახურის შექმნა.“ ამ მიმართულებით ჩატარდა რაოდენობრივი და ხარისხობრივი ანალიზი. რაოდენობრივად შეფასდა ალტერნატივათა მხოლოდ ფისკალური გავლენა, ხოლოო შესაბამისი მონაცემების ნაკლებობის გამო, ანგარიში გაანალიზდა მხოლოდ ხარისხობრივად.

2018

რეგულირების გავლენის შეფასება დაგროვებით საპენსიო რეფორმაზე

დოკუმენტი წარმოადგენს დაგროვებითი საპენსიო რეფორმის რეგულირების გავლენის შეფასებას. ანგარიშში წარმოდგენილია ოთხი ალტერნატიული სცენარი, რომლებიც გაანალიზებულია რაოდენობრივად და ხარისხობრივად და ანალიზის საფუძველზე წარმოდგენილია უპირატესი ალტერნატივა.

2018

შეზღუდული შესაძლებლობების პირთა უფლებების შესახებ საქართველოს კანონპროექტის ამოქმედებასთან დაკავშირებული ხარჯების შეფასება

ანგარიშის მიზანია დახმარების გაწევა იმ ფინანსური ხარჯების შეფასების პროცესში, რომელიც მოსალოდნელია შეზღუდული შესაძლებლობების პირთა უფლებების შესახებ საქართველოს კანონპროექტის ამოქმედების შემთხვევაში. ანგარიში შეეხება მხოლოდ გაზრდილ საბიუჯეტო ხარჯებს, რომელიც დაკავშირებულია კანონის მოთხოვნების შესრულებასთან და აქცენტს აკეთებს მომდევნო საბიუჯეტო ციკლზე. ანალიზი ჩატარდა სხვადასხვა სამთავრობო უწყებებიდან კითხვარების საშუალებით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე.

2018

ბიომრავალფეროვნების შესახებ საქართველოს კანონპროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასება

აღნიშნული დოკუმენტი მოიცავს ბიომრავალფეროვნების შესახებ საქართველოს კანონპროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასებას. კვლევამ გამოავლინა საქართველოში ბიომრავალფეროვნების დაკარგვის რამდენიმე მიზეზი, მათ შორის: სოფლის მეურნეობის ინტენსიფიკაცია, ინფრასტრუქტურის განვითარება და სხვა. აუცილებელია მთავრობის ჩარევა, რათა უზრუნველყოფილი იყოს ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება. კვლევაში განხილულია პოლიტიკის რამდენიმე ალტერნატივა. ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ბიომრავალფეროვნების დეცენტრალიზებული მართვა დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ არის საუკეთესო ალტერნატივა, რომელიც აკმაყოფილებს ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის და ეფექტიანობის კრიტერიუმებს.

2018

საქართველოს “მეწარმეთა შესახებ” კანონპროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასება

აღნიშნული რეგულირების შეფასების ფარგლებში განხილულია “მეწარმეთა შესახებ“ კანონის პროექტი. ანგარიშში გაანალიზებულია შემდეგი პოლიტიკის ვარიანტები: 1. მეწარმეთა შესახებ მოქმედი კანონი არ იცვლება. 2. პოლიტიკის სცენარი, რომელშიც კანონპროექტის ყველა ძირითადი დებულება გათვალისწინებულია. 3. მე-3 ვარიანტი არის მე-2 ვარიანტის სახეცვლილება, რომელშიც ყველა იმპერატიული დებულება, რომელიც ასოცირების შესახებ შეთანხმებით არ არის სავალდებულო, ამოღებულია. ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ ყველა ვარიანტს აქვს გარკვეული უპირატესობა. სხვადასხვა კრიტერიუმისთვის მინიჭებული წონის გათვალისწინებით, რეიტინგი შეიძლება შეიცვალოს ამა თუ იმ ვარიანტის სასარგებლოდ.

2018

დღგ-ის საგადასახადო რეფორმის რეგულირების გავლენის ანალიზი

დოკუმენტი წარმოადგენს დღგ-ის საგადასახადო რეფორმის რეგულირების ზეგავლენის შეფასებას. კერძოდ, შეფასებულია რეფორმის სამი დებულება ხარჯ-სარგებლიანობის და ხარისხობრივი ანალიზის გზით.

2018

ელექტროენერგიით ვაჭრობის მექანიზმის რეგულირების გავლენის შეფასება

წინამდებარე რეგულირების ზეგავლენის შეფასება აკვირდება ელექტროენერგიით ვაჭრობის მექანიზმის დანერგვას. დოკუმენტი ორ ალტერნატივას აანალიზებს, საბაზისო სცენარი და შეცვლილი ელექტროენერგიით ვაჭრობის მექანიზმი - ETM. პირველი ვარიანტი ახასიათებს მიმდინარე სცენარს, სტატუს კვოს და იძლევა მისი გავლენის ანალიზს მოკლე და გრძელვადიან პერიოდებში. მეორე ვარიანტია მოდიფიცირებული ETM, რომელიც ეხება არსებული ბაზრის სცენარის მოდიფიკაციას და აფასებს ხარჯ-სარგებელს მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივაში.

2018

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ კანონის რეტროსპეტული შეფასება

ანგარიშში მოცემულია „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 თავით განსაზღვრული ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის იმპლემენტაციის რესტროსპექტული ანალიზი. საკვლევ მეთოდად შერჩეულია ხარისხობრივი მიდგომა, პერსონალური ინტერვიუები, ფოკუს ჯგუფი და წერილობითი გამოკითხვა. კვლევის შედეგად შემუშავებულია დასკვნები და 6 რეკომენდაცია.

2018

„სოციალური ჭრის“ რეფორმის რეგულირების გავლენის შეფასება

წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს რეგულირების ზეგავლენის შეფასებას საქართველოში „სოციალური ჭრის პოლიტიკის“ შესახებ. საბაზისო სცენართან მიმართებით, რეგულირების ზეგავლენის შეფასებაში წარმოდეგნილია ოთხი ალტერნატივა. დოკუმენტის თანახმად, ოთხივე მათგანი უპირატესია საბაზისო სცენართან მიმართებით, თუმცა საუკეთესო შედეგს იძლევა „ალტერნატივა 2*“ და „ალტერნატივა 2“.

2018

წყლის რესურსების მართვის კანონის რეგულირების ზეგავლენის შეფასება

აღნიშნული რეგულირების ზეგავლენის შეფასება აანალიზებს წარმოდგენილ კანონპროექტს „წყლის რესურსების მართვის შესახებ“, რომელმაც საქართველოში უნდა აამოქმედოს წყლის რესურსების მართვის არსებითად ახალი მიდგომა, რომელიც შესაბამისობაშია ევროკავშირის კანონმდებლობასთან. წარმოდგენილი რია ერთმანეთს ადარებს პოლიტიკის ცვლილების შემდეგ სამ ვარიანტს: ვარიანტი 0 - არანაირი ცვლილება; ვარიანტი 1 - წარმოდგენილი კანონპროექტის სრული განხორციელება; ვარიანტი 3 - წარმოდგენილი კანონპროექტის განხორციელება გამონაკლისით: მთავრობა არ ქმნის მონაცემთა გაცვლის სისტემას, რომელიც ხელს შეუწყობს საჯარო და კერძო სექტორის მოთამაშეებს ერთმანეთთან მონაცემების გაცვლაში. შეფასების შედეგებმა აჩვენა, რომ ორივე ვარიანტი არსებითად ცვლის წმინდა დაყვანილ ღირებულებას საბაზისო სცენართან მიმართებაში.

2017

საქართველოს ნარკოპოლიტიკის რეფორმის რეგულირების ზეგავლენის შეფასება

საქართველოს ნარკოპოლიტიკის სფეროში არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით, დღის წესრიგში დადგა არსებული ნარკოპოლიტიკის ცვლილება. 2017 წლის 22 ივნისს „საქართველოს ნარკოტიკის ეროვნული პლატფორმის“ ავტორობით და საქართველოს პარლამენტის წევრთა ინიცირებით შემოთავაზებულ იქნა ნარკოპოლიტიკის რეფორმა, რომლის მიზანი არსებული სადამსჯელო ნარკოპოლიტიკის ცვლილება და მისი ლიბერალიზაცია იყო. წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს შემოთავაზებული რეფორმის რეგულირების ზეგავლენის შეფასებას, მასში განხილულია სამი შესაძლო ალტერნატივა. რეგულირების ზეგავლენის შეფასებამ აჩვენა, რომ სრულყოფილად განხორციელებული შეთავაზებული რეფორმა დადებით შედეგებს მოუტანდა საზოგადოებას.

2017

საქართველოს ნარკოპოლიტიკის რეფორმის გენდერული გავლენის შეფასება

წინამდებარე ანგარიში წარმოადგენს საქართველოს პარლამეტში 2017 წლის 22 ივნისს ინიცირებული ნარკოპოლიტიკის რეფორმის გენდერული გავლენის შეფასებას. გენდერული გავლენის შეფასების მიზანია ნარკოვითარების არსებული რეალობის განხილვა გენდერულ ჭრილში და მისი შედარება რეფორმის შედეგად მიღებული მოცემულობისთვის. გენდერული გავლენის შეფასებამ აჩვენა, რომ წარმოდგენილ რეფორმას შეუძლია ნარკოპოლიტიკის სფეროში არსებული გენდერული უთანასწორობის შემცირება.

2017

შრომის კანონმდებლობის რეფორმის გენდერული გავლენის შეფასება

წინამდებარე ანგარიში წარმოადგენს საქართველოს პარლამენტისთვის შრომის კანონმდებლობის რეფორმისთვის შეთავაზებული ცვლილებების გენდერულ ანალიზს. ანგარიშის მიზანია შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობის განხილვა გენდერულ ჭრილში და მისი შედარება რეფორმის შედეგად მიღებულ მოცემულობასთან. ამ მიზნით, ანგარიში ახდენს გენდერული თანასწორობის კუთხით არსებული გამოწვევების შეფასებას, რაც გულისხმობს გენდერული უთანასწორობის გამოვლენას როგორც ეროვნულ ნორმატიულ სისტემაში, ასევე პრაქტიკაში. გენდერული გავლენის შეფასებამ აჩვენა, რომ შემოთავაზებულ ცვლილებებს შეუძლია შრომით ურთიერთობებში არსებული გენდერული უთანასწორობის შემცირება.

2017

საქართველოს ახალი სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსის ზემოქმედების შეფასება

დოკუმენტი წარმოადგენს საქართველოს ახალი სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსის ზემოქმედების შეფასებას. კოდექსი შედგება ორი ნაწილისაგან - სივრცითი და ურბანული დაგეგმარების ნაწილი და სამშენებლო ნაწილი. მისი მიზანი იყო გაეუმჯობესებინა მშენებლობის უსაფრთხოება და ხელი შეეწყო მდგრადი განვითარებისთვის. დოკუმენტში შეფასებულია კოდექსის პროექტის პოტენციური ზეგავლენა ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაზე.

2016

ირიგაციის/დრენაჟის ტარიფის მეთოდოლოგიის რეგულირების ზეგავლენის შეფასება

აღნიშნული დოკუმენტი მოიცავს ირიგაციის/დრენაჟის ტარიფის მეთოდოლოგიის რეგულირების ზეგავლენის შეფასებას. კვლევის თანახმად, სატარიფო მეთოდოლოგიები აუცილებელია, კონცენტრირებული იყოს ხარჯების ამოღებასა და წყლის მოთხოვნის მართვაზე წყლის რესურსების ეფექტური განაწილებისთვის. რეგულირების ზეგავლენის შეფასებისთვის კვლევამ შეადარა ერთმანეთს პოლიტიკის რამდენიმე ალტერნატივა. სამივე ვარიანტის შედარებითი ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ თითოეულ ალტერნატივას აქვს თავისი ბენეფიტები და უარყოფითი მხარეები, ვინაიდან რეფორმის პირობებში გასათვალსიწინებელია მრავალი კრიტერიუმი.

2016

რეგულირების გავლენის შეფასება საქართველოს კანონის პროექტზე „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“

დოკუმენტი შეეხება „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე მომზადებულ რეგულირების გავლენის შეფასებას. ანგარიშში მიმოხილულია კანონის პროექტის ძირითადი მიზნები და ამოცანები. ასევე დეტალურად არის შეფასებული ასოცირების ხელშეკრულების ძირითადი პრიორიტეტები და მიმართულებები, ასევე საქართველოს მიერ მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მნიშვნელობა. ანგარიშში ანალიზი გაკეთდა იმ დებულებებზე, რომელიც გარკვეულწილად სიახლეა ქართული კანონმდებლობისთვის.

2016

საქართველოში ესტონური კორპორატიული მოგების დაბეგვრის (CIT) მოდელის განხორციელების მარეგულირებელი ზეგავლენის შეფასება

დოკუმენტში შეფასებულია საქართველოში კორპორაციების გაუნაწილებელ მოგებაზე გადასახადის გაუქმების პოტენციური ეკონომიკური შედეგები. ამ მიზნით შემუშავებულია ეკონომიკური ზრდის საერთო წონასწორობის ნეოკლასიკური მოდელი. ანალიზის შედეგები აჩვენებს, რომ საქართველოში კორპორატიული საშემოსავლო გადასახადის რეფორმის განხორციელებას პოზიტიური მაკროეკონომიკური ეფექტები ექნება.

2016

საქართველოს მოსავლის დაზღვევის რეფორმის რეგულირების ზეგავლენის შეფასება

აღნიშნული დოკუმენტი მოიცავს საქართველოს მოსავლის დაზღვევის რეფორმის რეგულირების ზეგავლენის შეფასებას. კვლევაში გაანალიზებულია ის სირთულეები, რომლის წინაშეც სოფლის მეურნეობის დაზღვევის ბაზარი დგას. ასევე, მასში შედარებულია პოლიტიკის ორი ალტერნატივა. შედეგის თანახმად, მეორე ვარიანტი (სახელმწიფო ქმნის ეროვნულ სოფლის მეურნეობის რისკების მართვის სააგენტოს - კერძო-საჯარო პარტნიორობას, სადაც დაზღვევის სქემის მართვა განაწილებული იქნება სახელმწიფო და საჯარო აქტორებს შორის) უპირატესია არსებულ ვარიანტთან შედარებით.

2015

რეკომენდაციები RIA-ს ეროვნული ჩარჩოს შემუშავების შესახებ

წინამდებარე ანგარიშის მიზანია გასცეს რეკომენდაციები რეგულირების ზეგავლენის შეფასების ეროვნული ჩარჩოს შექმნის შესახებ. აღნიშნული ჩარჩო მოიცავს ინსტიტუციურ მოწყობას, იმ კრიტერიუმების განსაზღვრას, რომლებიც გამოყენებული იქნება RIA-ზე დაქვემდებარებული კანონმდებლობების იდენტიფიცირებისთვის და იმ შესაძლებლობათა გაძლიერების ღონისძიებების ჩამონათვალს, რომლებიც მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს მთავრობისთვის, რათა ეფექტურად განახორციელოს რეგულირების ზეგავლენის შეფასება.

2015

სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო კოდექსის საპილოტე რეგულირების ზეგავლენის შეფასება

აღნიშნული დოკუმენტი მოიცავს საქართველოს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო კოდექსის საპილოტე რეგულირების ზეგავლენის შეფასებას. კვლევის თანახმად, ბაზარზე არსებული ასიმეტრიული ინფორმაცია იწვევს არაეფექტური წონასწორობის ჩამოყალიბებას. კვლევა ადარებს პოლიტიკის 3 ალტერნატივას, რომლის თანახმადაც, სერტიფიცირების პროცესის გამართვა პროფესიონალთა ასოციაციისა და სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ უზრუნველყოფს რისკების მინიმიზაციასა და რეფორმის ბენეფიტების მაქსიმიზაციას.

2014

მაღალმთიან რეგიონებში ენერგეტიკის განვითარების ხელმისაწვდომობის შემუშავების რეგულირების გავლენის შეფასება

აღნიშნული დოკუმენტი მოიცავს მაღალმთიან რეგიონებში ენერგეტიკის განვითარების ხელშეწყობის შემუშავების რეგულირების გავლენის შეფასებას. კვლევის თანახმად, ენერგიისა და წყლის მიწოდების შესახებ კანონი არ სრულდება სრულყოფილად, რეგიონებში ეს ფაქტი იწვევს რესურსების არაეფექტურ ხარჯვას. კვლევა პოლიტიკის რამდენიმე ალტერნატივას განიხილავს. ორივე ალტერნატივა ტოლფასია გამომდინარე მათი შედეგებიდან და დამოკიდებულია გზაზე, რომელსაც სახელმწიფო აირჩევს შინამეურნეობების დასახმარებლად.

2010
bottom of page