top of page

საქართველოს ტურიზმის სტრატეგია 2025

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

2018

„...[აღნიშნული სტრატეგიის] მიზანია ისეთი გზამკვლევის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს ტურიზმის მდგრად განვითარებას, მიღებული შემოსავლების გაზრდასა და დარგის მნიშვნელობის ამაღლებას. სტრატეგიის შემუშავებისას დეტალურად გაანალიზდა საქართველოს ტურიზმის დარგში არსებული მდგომარეობა, მონაცემები და კვლევები. კვლევამ დაადგინა, რომ „ტურიზმის განვითარებისთვის ყურადღებას საჭიროებს შემდეგი ასპექტები: მატერიალური და არამატერიალური კულტურის ძეგლების სიმრავლე და მათი ჩართვა ტურიზმში, მეღვინეობის ტრადიცია, დაცული ტერიტორიები ეკო-ტურიზმისთვის და მიმზიდველი საინვესტიციო ბიზნეს-გარემო. შესაძლებობების გამოყენებისთვის, სტრატეგია იძლევა რეკომენდაციას, რომ ქვეყანამ შეძლოს „...ტურიზმთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია; საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება; სტაბილური საჰაერო მიმოსვლის უზრუნველყოფა ტურისტული ბაზრებიდან, ქვეყნის ტურისტული პოტენციალის მარკეტინგი, ტურიზმის სფეროში განათლების დახვეწა და ახალი ტურისტული პროდუქტების შეთავაზება.“


სტრატეგია ასევე სახავს 2025 წლისთვის მისაღწევ მიზნებს. მათ შორის უმნიშვენლოვანესია „მაღალგადახდისუნარიანი ტურისტული ბაზრებიდან საჰაერო მგზავრობის გამარტივება და შიდა სატრანსპორტო ქსელების გაუმჯობესება, ვიზიტორთა მომსახურების გაუმჯობესება (ტრანსპორტირება, განთავსების საშუალებები, უცხო ენის ფლობის დონე). 2025 წლისთვის ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლამა 6.6 მლრდ აშშ დოლარს უნდა მიაღწიოს, დარგის წილი მშპ-ში კი 7.9%-ს უნდა გაუტოლდეს. ვიზიტორის მიერ საშუალოდ დახარჯული თანხა უნდა გაიზარდოს 300 აშშ დოლარიდან 600 აშშ დოლარამდე, ხოლო ვიზიტის საშუალო ხანგრძლივობა 3.4 ღამიდან 5 ღამემდე. კიდევ ერთ მიზნად აღიარებულია დასავლეთ ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის მაღალგადახდისუნარიანი ბაზრებიდან ვიზიტორთა რაოდენობის გაორმაგება.“


ამ და სხვა მიზნების მისაღწევად, სტრატეგიაში დეტალურად გაწერილია სტრატეგიული ამოცანები, პრიორიტეტული აქტივობები, ქმედებები რომლებიც მათ მისაღწევადაა განსახორციელებელი და დარგის განვითარების სახელმძღვანელო პრინციპები.



დოკუმენტის გადმოწერა:


ამ პლატფორმის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მიერ, USAID-ის მეშვეობით გაწეული დახმარების შედეგად, პროექტ MediaTOR-ის ფარგლებში. აღნიშნული პროექტი ხორციელდება ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და Internews საქართველოს მიერ, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით. პლატფორმის ავტორთა მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს USAID-ის ან აშშ-ს მთავრობის პოზიციას.

Logo_combined_GE.PNG
2560px-Policy_institute_logo_black_svg.svg.png
internews.png
back 01.png

თბილისი, 0108, ზანდუკელის ქ. 16

+995 322 507 177

bottom of page