top of page

საქართველოს ტურიზმის სტატისტიკური მიმოხილვა - 2020

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

2020

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2020 წლის წლიური რეპორტის მიხედვით: ,,2020 წელს საქართველოში ტურიზმის ინდუსტრია პანდემიის გამო, ისევე როგორც მთლიანად მსოფლიოში უპრეცენდენტოდ შემცირდა. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში საერთაშორისო ტურისტული შემოსვლების რაოდენობა ერთი მილიარდით შემცირდა და -74%-იანი კლებით 1990 წელს დაფიქსირებულ რაოდენობას გაუტოლდა. ეს გადათარგმნილი ეკონომიკურ მაჩვენებლებში არის შემოსავლის 1.3 ტრილიონი დოლარით შემცირება, გლობალური მშპ-ს დანაკარგი 2 ტრილიონი დოლარის მოცულობით, ასევე 100-120 მილიონი სამუშაო ადგილი რისკის ქვეშ. საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობამ რეკორდულად მცირე რაოდენობა შეადგინა 1,747,110 (-81,3%), რითაც გაუტოლდა 2011 წლამდე არსებულ მონაცემს. შემოსავალმა უცხოელების მოგზაურობიდან საქართველოში შეადგინა 542 მილიონი დოლარი (კლება -83.4%). წინასწარი მონაცემებით მთლიანი დამატებული ღირებულება 2.55 მილიარდ ლარამდე შემცირდა, კოვიდისგან გამოწვეული შემცირებული მოთხოვნის გამო (კლება -29.8%). შედეგად, ტურიზმთან ასოცირებული ინდუსტრიების წმინდა დამატებული ღირებულება, როგორც მშპ-ს წილი 8.4%-დან 5.9%-მდე შემცირდა.


,,...საქართველოში პანდემიის გავლენის შესამცირებლად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ განხორციელებულ აქტივობებს შორისაა: კერძო სექტორის მხარდაჭერისა და ოპერირების ადაპტირების მიმართულებით ჩატარებული ტრენინგები, კომუნიკაცია კერძო სექტორთან, რეკომენდაციების და სამომავლო ქმედებების დაგეგმვა, პროექტი „იმუშავე საქართველოდან“, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება.“


დოკუმენტის გადმოწერა:


წლიური რეპორტი 2020
.pdf
Download PDF • 9.05MB

bottom of page