top of page

ტურიზმი

2023

ტურიზმის რეფორმის შეფასება

მოცემულ ბმულზე იხილავთ ტურიზმის რეფორმის შეფასების მიზნით, პროექტ "რეფორმეტრის" მიერ ჩატარებული უახლესი საჯარო-კერძო დიალოგის შედეგებს

2022

ტურიზმი: ყოველთვიური მიმოხილვა

თიბისი კაპიტალი რეგულარულად აქვეყნებს ტურიზმის სექტორის ყოველთვიურ მიმოხილვას. ანგარიში მოიცავს საერთაშორისო ვიზიტებისა და ვიზიტორთა დანახარჯების დინამიკის ანალიზს. ამას გარდა, წარმოდგენილია სასტუმროებთან დაკავშირებული ინდიკატორები და მომდევნო პერიოდის მაჩვენებლების პროგნოზი.

2022

ტურიზმის ბაზრის მიმოხილვა

გალტ ენდ თაგარტი პერიოდული სექტორული კვლევების სერიის ფარგლებში აქვეყნებს „ტურიზმის ბაზრის მიმოხილვას“. ანგარიში აერთიანებს საქართველოში ტურიზმის სექტორთან დაკავშირებულ ისეთ ინდიკატორებს, როგორებიცაა საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა, შემოსავლები ტურიზმიდან და სხვა.

2022

ყოველთვიური ტურიზმის განახლება

„ყოველთვიური ტურიზმის განახლება“ წარმოადგენს PMC კვლევითი ჯგუფის პერიოდულ პუბლიკაციას, რომელიც მიმოიხილავს ტურიზმთან დაკავშირებულ ინდიკატორებს საქართველოში. კერძოდ, ანგარიშში წარმოდგენილია საერთაშორისო მოგზაურობის, გამყვანი ტურიზმის დინამიკა. ასევე, გაანალიზებულია სასტუმროების ფასების ინდექსი და ძირითადი ეკონომიკური ინდიკატორები.

2022

საქართველოს ტურიზმისა და სასტუმრო სექტორის კვლევა

საქართველოს ეროვნული ბანკის ეს პუბლიკაცია მიმიოხილავს ტურიზმის მნიშვნელობასა და ძირითად მახასიათებლებს უკანასკნელი რამდენიმე წლის მანძილზე (პანდემიამდელ და პოსტპანდემიურ პერიოდში). ამას გარდა, დოკუმენტი მოიცავს ტურიზმის სექტორის საკრედიტო რისკების შეფასებასა და სასტუმრო სექტორის პირველადი კვლევის შედეგებს.

2021

საუბარი ტურიზმის რეფორმაზე

ნატალია ბერუაშვილი, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე თამუნა ყორიაული და საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის დამფუძნებელი თამუნა თანდაშვილი მიმოიხილავენ ტურიზმის სექტორის გამოწვევებსა და პერსპექტივებს.

2021

შიდა ვიზიტორების კვლევა - 2021

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოცემული ანგარიში მიმოიხილავს 2021 წლის შიდა ვიზიტორების კვლევის სტატისტიკურ მონაცემებს. ანგარიშის წყაროს წარმოადგენს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის შინამეურნეობების კვლევა. ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია შიდა ვიზიტების მიზნობრიობაზე, ვიზიტების განმავლობაში განხორციელებულ აქტივობებსა და ვიზიტორების მიერ გაწეულ ხარჯებზე.

2021

კრიზისულ და პოსტ კრიზისულ პერიოდში ტურიზმის სექტორის განახლებული სტრატეგია და მისი ეკონომიკური შედეგები

საქართველოს პარლამენტში თემატური მოკვლევის - კრიზისულ და პოსტ კრიზისულ პერიოდში ტურიზმის სექტორის განახლებული სტრატეგია და მისი ეკონომიკური შედეგები - ფარგლებში გალტ ენდ ტაგარტის მიერ მომზადებული დოკუმენტი.

2021

ვებინარი თემაზე “საქართველო ახალ მსოფლიო ტურისტულ რუკაზე”

“საქართველოს ტურიზმის ეროვნულის ადმინისტრაციის” მიერ ორგანიზებული ვებინარი შეეხებოდა საქართველოს როლსა და პერსპექტივებს ახალ მსოფლიო ტურისტულ რუკაზე. დისკუსიაში მონაწილეობდნენ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები.

2021

ტურიზმი საქართველოში: სექტორის განვითარების ძირითადი მახასიათებლები და მომავლის პერსპექტივები

“ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის” მიერ ორგანიზებული ონლაინ დისკუსია - ტურიზმი საქართველოში: სექტორის განვითარების ძირითადი მახასიათებლები და მომავლის პერსპექტივები - შეეხებოდა ტურიზმის სფეროს მახასიათებლებსა და პერსპექტივებს საქართველოში.

2021

კოვიდ 19 გავლენა ტურიზმზე: საქართველოს და მსოფლიო ტურიზმის ტენდენციები

“საქართველოს ტურიზმის ეროვნულის ადმინისტრაციის” მიერ ორგანიზებული ვებინარი შეეხებოდა ტურიზმის სექტორის ტენდენციებს საქართველოსა და მსოფლიოში. დისკუსიაში მონაწილეობდნენ წამყვანი კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

2022

სექტორების და ღირებულებათა ჯაჭვების ანალიტიკა - მეექვსე ანგარიში

სექტორებისა და ღირებულებათა ჯაჭვების ანალიტიკის მეექვსე ანგარიში მოიცავს ექვსი ძირითადი სექტორის ლოკალური, რეგიონული და გლობალური ეკონომიკური ინდიკატორების კვარტალურ ანალიზს. მათ შორის, რეპორტი იკვლევს ტურიზმის სექტორში არსებულ ტენდენციებს. კვლევის თანახმად, პანდემიის საპასუხოდ შემოღებული შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ, 2021 წლის მეორე კვარტლიდან, ტურიზმის სექტორმა აღდგენა დაიწყო.

2020

საქართველოს ტურიზმის სტატისტიკური მიმოხილვა - 2020

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ანგარიში - 2020 წლის ტურიზმის სტატისტიკური მიმოხილვა აღწერს საქართველოში კოვიდ-19 პანდემიის პერიოდში სექტორში განვითარებულ მდგომარეობას და მიმოიხილავს იმ აქტივობებს რომლებიც განხორციელდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ, პანდემიის უარყოფითი შედეგების შემცირების მიზნით.

2020

ტურიზმის პოლიტიკის რეფორმა

ტურიზმის სფეროს განვითარებისა და მომსახურების ხარისხის გაზრდისთვის შემუშავებულია საკანონმდებლო პაკეტი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს დარგის მდგრადი განვითარება. პაკეტი მოიცავს ტურისტული საქმიანობის შესახებ ახალ კანონპროექტს, ცვლილებებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და ასევე, ცვლილებებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსში. ამ სამმა საკანონმდებლო პროექტმა უნისონში უნდა უზრუნველყოს ტურიზმის სფეროს, მასში ოპერირებადი კომპანიების განვითარების ხელშეწყობა და შემოსავლების ზრდა ტურიზმის დარგიდან. წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს ტურიზმის რეფორმის ფარგლებში განსახორციელებელ საკანონმდებლო ცვლილებებს.

2020

საქართველო: ახალი შესაძლებლობები ქართული ფირმებისთვის ტურიზმის ღირებულებით ჯაჭვში

აღნიშნული დოკუმენტი მიმოიხილავს ახალ შესაძლებლობებს ქართული ფირმებისთვის ტურიზმის ღირებულებით ჯაჭვში. კვლევის თანახმად, საქართველო მაღალი გადახდის უნარის მქონე ტურისტულ სექტორზე აკეთებს აქცენტს და ამავდროულად იქმნება კიდეც შესაბამისი გლობალური ღირებულებითი ჯაჭვი. ასევე, ქართული ფირმებისთვის, ამ გლობალური ღირებულებითი ჯაჭვის ფარგლებში, გაჩნდა ახალი შესაძლებობები, რომლებიც ეხება არა მარტო ვიზიტის მიმდინარეობას, არამედ მის წინა და მომდევნო პერიოდსაც. კვლევა მნიშვენლოვან შესაძლებლობებს ხედავს ღვინისა და კულინარიული ტურიზმისა და ეკოტურიზმის მხრივ, რომლებსაც შეუძლია საქართველოს ავთენტური კულტურისა და ბუნების წარმოჩენა.

2021

ტურიზმის სექტორი საქართველოში - პოლიტიკის დოკუმენტი

აღნიშნული დოკუმენტი მიმოიხილავს ტურიზმის დარგში არსებულ სიტუაციას, გამოწვევებს და გასცემს პოლიტიკის რეკომენდაციებს Covid-19-ის შედეგად წარმოქნილი პრობლემების შესახებ. პირველ რიგში, ის მიმოიხილავს ტურიზმის სექტორის მნიშვნელობას საქართველოს ეკონომიკაში. დოკუმენტი ასევე იკვლევს COVID-19-ის გავლენას ტურიზმის სექტორზე და სექტორის გამოწვევებს პოსტკრიზისულ პერიოდში.

2020

საქართველოს ეკოტურიზმის სტრატეგია 2020-2030

აღნიშნული დოკუმენტი შედგება ბაზისური სცენარისა და ბაზრის ანალიზის ნაწილებისგან და შესაბამისობაშია საქართველოს ტურიზმის ეროვნულ სტრატეგიასთან (2025). დოკუმენტში მოცემულია მიზნები, რომელთაც ეკო-ტურიზმის სფერომ უნდა მიაღწიოს 2030 წლისთვის (ადგილობრივი ტურისტული პროდუქტები, მარკეტინგი და ა.შ.). ასევე, სტრატეგიაში აღწერილია პროგრესის შესაფასებელი ინდიკატორები და მათი სამიზნე მაჩვენებლები 2030 წლისთვის, და 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმა შესაბამისი ნაბიჯებით.

2019

საქართველოს ტურიზმის სტატისტიკური მიმოხილვა - 2019

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მომზადებული 2019 წლის ტურიზმის სტატისტიკური მიმოხილვა წარმოადგენს ტურიზმის სექტორის მგომარეობის შეფასებას ძირითად სტატისტიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით. ანგარიში ასევე მიმოიხილავს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ სექტორის განვითარების ხელშესაწყობად განხორციელებულ აქტივობების.

2018

საქართველოს ტურიზმის სტრატეგია 2025

„საქართველოს ტურიზმის სტრატეგია 2025“-ის მიზანია „ისეთი გზამკვლევის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს ტურიზმის მდგრად განვითარებას, მიღებული შემოსავლების გაზრდასა და დარგის მნიშვნელობის ამაღლებას.“ სტრატეგიაში გაცემულია პასუხი შემდეგ კითხვებზე: როგორია არსებული მდგომარეობა, რას უნდა მიაღწიოს ქვეყანამ 2025 წლისთვის და როგორ უნდა მიაღწიოს ქვეყანამ სასურველ შედეგს.

1997

საქართველოს კანონი ტურიზმისა და კურორტების შესახებ

საქართველოს კანონმდებლობა ტურიზმისა და კურორტების შესახებ არეგულირებს ტურიზმისა და საკურორტო საქმიანობის სფეროში არსებულ ურთიერთობებს.

bottom of page